კვირა, 26 მაისი, 2013

საქართველო

საქართველო ტრეფიკინგის დანიშნულების ქვეყანა გახდა

გონიოს მოსახლეობა მრავალრიცხოვანი ბორდელის დახურვას ითხოვს

x
ტექსტის ზომა - +
ზაზა წულაძე
   ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, საქართველო სექსუალური ექსპლოატაციისა და იძულებითი შრომის თვალსაზრისით, ადამიანთა ტრეფიკინგის წყაროს, ტრანზიტისა და დანიშნილების ქვეყნად არის მოხსენიებული. „ქალები და გოგონები საქართველოდან სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებიან ქვეყნის შიგნით და ასევე თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში“ - წერია ანგარიშში, რომელიც 2011 წლის პერიოდს მოიცავს. ანგარიშის ავტორები ასევე ყურადღებას ამახვილებენ ქალებზე „უზბეკეთიდან და შესაძლოა სხვა ქვეყნებიდანაც“, რომლებსაც საქართველოში კომერციულ სექსის ინდუსტრიაში იძულებით პროსტიტუციაში აბამენ.   ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ - გონიო-კვარიათის უბნის, მოსახლეობამ ამ დღეებში რამდენჯერმე მოაწყო მიტინგი და მიმართა პოლიციას აელაგმა სულ უფრო მზარდი პროსტიტუცია. არაოფიციალური ინფორმაციით, შავიზღვისპირა კურორტის მხოლოდ ამ მონაკვეთზე სექს ინდუსტრიაში შუა აზიიდან ჩამოყვანილი 5 ათასამდე ქალია ჩაბმული. ბათუმის ღვთისმშობლის ტაძრის დეკანოზი ვასილ ბერიძე და გონიოს მკვიდრი ლაშა დიასამიძე კერძოდ ამბობენ
დეკანოზი ვასილი: „თუ ხელისფლებასთან არ არის შეთანხმებული მოქალაქე ქვეყანაში ელემენტარულად ვერაფერს ვერ გახსნის ხო ასეა?! და ასეთი სახლების გახსნა რა თქმა უნდა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და მოსახლეობა ითხოვს მათ დახურვას ნამდვილად.“
ლაშა დიასამიძე: „ვთხოვთ სააკაშვილს და მერაბიშვილს რომ მისცენ გონიოს პოლიციას ბრძანება რომ ეს ბორდელები დაკეტონ!.“
ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ ბოლო რვა წლის მანძილზე სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ ანგარიშებში, საქართველო მოხსენიებული იყო მხოლოდ როგორც ადამიანთა ტრეფიკინგის წყარო და სატრანზიტო ქვეყანა. 2010 წლის ანგარიშში, საქართველოსთან მიმართებაში, პირველად გამოჩნდა შეფასება „დანიშნულების ქვეყანა, თუმცა უფრო ნაკლები ხარისხით“. 2011 წლის ანგარიშში კი საქართველო არის ტრეფიკინგის „წყაროც, ტრანზიტის და დანიშნულების ქვეყანაც“. საქართველოს სექს-ინდუსტრიაში, სადაც აქამდე ძირითადად სლავური ქვეყნების მოქალაქეები დომინირებდნენ, დღეს უპირატესობას შუა აზიის ქვეყნების ქალბატონებს ანიჭებენ. ასეთია თურქეთის მოქალაქეების მოთხოვნა, რომლებიც ქართული სექს-ინდუსტრიის ძირითადი კლიენტია. ბათუმში მცხოვრები ყირგიზეთის მოქალაქეები შაჰნოზა სატიბოლდაევა და დელდორა თეშებაევა საქართველოში დასაქმების მიზნით მოტყუებით ჩამოიყვანეს პასპორტები წაართვეს და  აჭარაში პროსტიტუციაში ჩააბეს.  ყირგიზმა გოგონებმა საკუთარი ისტორიები სტუადია GNS-ს მოუყვნენ, ტრეფიკინგის ამ საქმეზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა
შაჰნოზა სატიბოლდაევა: „ჩამოსვლის მერე მითხრეს, რომ იმუშავებ როგორც ჩვენ გეტყვითო. უკან ვეღარ წახვალო. არც პასპორტი მქონდა არც ბილეთის ფული და იძულებული ვიყავი დავთანხმებულიყავო. კლიენტები ძირითადად თურქები იყვნენ.“
დელდორა თეშებაევა: „უზბეკეთიდან ბევრნი არიან, ყირგიზები უკვე ნაკლებად. ბევრი გათხოვდა, თუმცა ყირგიზეთიდანაც არიან და მუშაობენ. გონიო სავსეა უზბეკი გოგონებით.“
თინა ბურჯალიანი: „საქართველო საბედნიეროდ ბოლო 5 წელია და წელსაც კვლავ არის ე.წ პირველი კალათის ქვეყნების რიცხვში, რაც გულისხმობს რომ ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებები, როგორც კანონმდებლობის, ისე პრაქტიკური თვალსაზრისით არის ეფექტური.“
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ასეთი შეფასებით გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი. მთავრობა კმაყოფილია იმით, რომ ბოლო წლებია საქართველო ანგარიშში ე.წ პირველ ჯგუფში ხდება, ანუ ქვეყნების კატეგორიაში, სადაც მთავრობა გარკვეულ ძალისხმევას მიმართავს რომ ტრეფიკინგის პრობლემა მოაგვაროს და ტრეფიკინგთან ბრძოლის მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს.
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013

ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013 გადაცემაში ნახავთ: -სტუმარი: მაიკლ ჩეჩირე, ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტიდან, რომელიც საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს -გამანადგურებელი ტორნადო ამერიკაში და სტიქიის შედეგები -"ფლამენკოს" ხელოვნება ლოს ანჯელესში -ნიუ იორკში ფრანგი მხატვარი ახალ აწყობს


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.