შაბათი, 23 აგვისტო, 2014

ახალი ამბები

საქართველოში ქუჩის აქციების მომხრეთა რიცხვმა იმატა

უჭერთ თუ არა მხარს 2013 წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის პრემიერად დანიშვნას? - ამ კითხვას 36%-მა უარყოფითი პასუხი გასცა

x

არჩევნები, მედიის დამოუკიდებლობა, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობა, მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დარჩენა, საგარეო პოლიტიკა და სხვა აქტუალური საკითხები გახდა NDI -ის, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ 4-დან 22 ივნისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის საგანი, რომელშიც მონაწილეობა 6 299-მა მოქალაქემ მიიღო.

NDI-ის კვლევის შედეგების თანახმად, უარესობისკენ შეიცვალა მოქალაქეთა აზრი ქართულ დემოკრატიაზე. კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში დემოკრატია დადებითი პასუხი გამოკითხულთა 38%-მა გასცა, მაშინ როცა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში ანალოგიურ კითხვას დადებითად რესპოდენტთა 49%-მა უპასუხა.

უჭერთ თუ არა მხარს 2013 წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის პრემიერად დანიშვნას? ამ კითხვას 36%-მა უარყოფითი პასუხი გასცა.

კვლევის შედეგების მიხედვით ,ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას საპროტესტო აქციებისკენ გამოკითხულთა 53%-ი მხარს არ დაუჭერს, 71%-ი ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას არ ეთანხმება. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური ამ შედეგთან დაკავშირებით ამბობს, რომ ”მოსახლეობას სურს, ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს საბოლოო განაჩენი გამოუტანოს”. მისივე თქმით, მოსახლეობას ივანიშვილის გამოწვევა საარჩევნო ბატალიებში სურს სწორედ საბოლოო განაჩენის გამოსატანად.

პოლიტოლოგი კახა კახიშვილი ამბობს:

"თუ ასეთ კითხვას უსვემდნენ კვლევების დროს, რომ ივანიშვილის წაგების შემთხვევაში გავალთ თუ არა მის მოწოდებაზე ქუჩაში? რატომ არ იყო მეორე კვლევა, სააკაშვილის არჩევნების წაგების შემთხვევაში სააკაშვილის მოწოდებაზე გახვალ თუ არა ქუჩაში? მესმის, რომ გარკვეულწილად ჩვენში ხდება იმ აზრის დამკვიდრება, რომ ივანიშვილი აპირებს რაღაც რევოლუციურად განახორციელოს პროცესები, რომ მათთვის უფრო ადვილი იყოს შემდგომში ქუჩაში გასული ხალხის, ელექტორატის თუნდაც დარბევა, ან სხვა მიდგომები.”

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, 42%-ს სჯერა, რომ არჩევნები მეტნაკლებად კარგად ჩატარდება, 17%-ი ფიქრობს, რომ ნაწილობრივ გაყალბდება, 20%-ი მიიჩნევს რომ სრულად გაყალბდება.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოქალაქეები ყველაზე მნიშვნელოვან, ეროვნულ საკითხად უმუშევრობას მიიჩნევენ. შემდეგ პრიორიტეტად ტერიტორიულ მთლიანობას  და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას ასახელებენ.

გამოკითხვის თანახმად, შემცირდა ნატო-ში გაწევრიანებისადმი მხარდამჭერა. პარტია ”მომავალი საქართველო”-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე ამბობს:

"ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ NDI-ი აქვეყნებს იმ პოზიციას და იმ კვლევებს, რაც ძალიან ხშირ შემთხვევაში ემთხვევა ხელისუფლების სურვილებს - ყოველ შემთხვევაში, მასთან არის ძალიან დაახლოვებული. მათ შორის, პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით -თითქოს ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ოპოზიციური ძალების რეიტინგი. ვფიქრობ, რომ ამ კვლევებთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები არსებობს, ვინაიდან NDI-ი ყოველთვის გამოხატავს გარკვეულწილად ხელისუფლების სიმპათიებს. ასევე მინდა ვთქვა კვლევის შედეგზე ნატო-სთან დაკავშირებით - თითქოს საქართველოში ნატო-ს მხარდამჭერთა რიცხვი შემცირდა. ასე ნამდვილად არ მიმაჩნია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოს აქვს არჩეული ევროპის გზა, ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზა აქვს არჩეული. თუმცა გარკვეული იმედგაცრუება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ არსებობდა, მაგრამ ძალიან მეეჭვება, რომ ძირეულად ჩვენი ქვეყნის კურსი ამ ღირებულებებთან დაკავშირებით იყოს შეცვლილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ მტკიცედ მხარდამჭერი ევროპული ღირებულებების, ვართ ორიენტირებული ნატო-ზე. ჩვენს საზოგადოებაში ნამდვილად არის ასეთი განწყობა, თუმცა, გვინდა კეთილმეზობლობა და მეგობრობა ყველა ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან მას შემდეგ, რაც მოხდება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია. ფაქტი ერთია, ჩვენი საზოგადოება, ქართველი ხალხი უნდა იყოს განმკარგავი საკუთარი ბედის, ჩვენ ეს უნდა დავიმსახუროთ და მოვიპოვოთ. საერთოდ, წლების განმავლობაში ასე ყოფილა, რომ ბრძოლის შედეგად ხდება ყველაფრის მოპოვება. ჩვენი ხალხი ბრძენია, ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებზე ხალხი მივა და ღირსეულ არჩევანს გააკეთებს. შესაძლოა ეს არჩევანი რადიკალურად იყოს განსხვავებული, მათ შორის, NDI-ის კვლევებისგან.”

კვლევის თანახმად, 10%-ით მოიმატა ქუჩის აქციების მომხრეთა რიცხვმა. გამოკითხულთა 87%-ს რუსეთთან საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობები არ მოსწონს.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების დალაგება
კომენტარები
     
მიერ (by): mari სურათიდან მიუთითეთ კოდი: batumi
17.07.2012 15:55
მიშა ჰააგის ტრიბუნალის განსასჯელთა სკამზე უნდა იჯდეს,რატომ მიჩუმათდა ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნის შედეგები,რას გვერჩით მსოფლიო ცივილიზებულო სამყაროვ, ამ დამნაშავე კაცთმოძულეს ხელში რომ მიგვატოვეთ,ასე იცავთ საერთო საკაცობრიო ღირებულებებს??? ხომ ხედავთ ხალხნო ეს კაცი დღითიდღე უფრო დაუნდობელი ხდება,ბოლოსდაბოლოს ნუ გვაფიქრებინებთ რომ მსოფლიო ჩვენზე ექსპერიმენტებს ატარებს...გვიშველეთ!!!


მიერ (by): tea სურათიდან მიუთითეთ კოდი: tbilisi
14.07.2012 18:18
ნატა ნუ არ შეიძლება ასეთი კომენტარის დადება,ბავშვობაში არ გასწავლეს რომ ავადმყოფი ადამიანის ლანძღვა არ შეიძლება?რა გჭირს ნატა გენაცვალე, ნუთუ არ იცი რომ მიშა ღრმად ავადმყოფი ადამიანია,მას მკურნალობა ესაჭიროება,ეს ხომ მთელმა მსოფლიომ იცის,გამოიჩინე გრძელსულოვნება.


მიერ (by): გიორგი სურათიდან მიუთითეთ კოდი: თურქეთი
14.07.2012 15:41
ძალიან ცუდად უახლოვდებიან ”ნაციონალები” არჩევნებს. შესაძლებელია სულაც არ ჩაატარონ ეს არჩევნები. საქართველოს მოსახლეობა ელოდება საერთშორისო ორგანიზაციების მკაცრ ჩარევას.


მიერ (by): ანონიმი
14.07.2012 13:31
კარგია თუ ის ვისაც ხალხს უძახიან ჯერ არ გადარეულა. ნებისმიერი ხალხი ვისაც დედაქალაქს თავზე საბჭოთა ზარბაზნით დაანგრევდნენ გადაირეოდა.


მიერ (by): nata სურათიდან მიუთითეთ კოდი: tbilisi
13.07.2012 19:29
მოგვაშორეთ ეს პრეზიდენტი სანამ ხალხი გადარეულა და კადაფიზაცია არ მომხდარა.

No records found for this widget:3211

Your JavaScript is turned off or you have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს

ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 აგვისტო, 2014

დღეს გადაცემაში ნახავთ: ვირჯინიის გუბერნატორს ბრალი ბიზნესმენისგან საჩუქრების მიღებაში ედება; ებოლას ვირუსი კვლავ ვრცელდება და ამას მედიკოსები სიღარიბეს და ზოგიერთ მათავრობას უკანვშირებენ; გზატკეცილი, რომელსაც ამერიკის მთავარ ქუჩას უწოდებდნენ...


ვიდეო ვაშინგტონი დღეს

ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

 
Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.