ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013

ახალი ამბები

საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

სააკაშვილმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პრეზიდენტის სასახლეში გააკეთა

x
ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა
მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ივანე მერაბიშვილი დანიშნა. ამის შესახებ პრეზიდენტმა განცხადება  პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ივანე მერაბიშვილი 2004 წლის 31 დეკემბრიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მან ნიკოლოზ გილაური შეცვალა, რომელსაც ეს პოსტი 2009 წლის 6 თებერვლის შემდეგ ეკავა.

„ჩემი მთავარი მიზანი იქნება - მეტი სარგებელი ხალხს“ - განაცხადა ახლადდანიშნულმა პრემიერმა. ვანო მერაბიშვილმა მთავრობის კაბინეტის სამოქმედო გეგმა და ახალი შემადგენლობა პარლამენტს განსახილველად ორი დღის განმავლობაში უნდა წარუდგინოს.

ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მინისტრთა კაბინეტს ერთი ახალი უწყება, დასაქმების სამინისტრო შეემატება.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების დალაგება
კომენტარები
     
მიერ (by): gia სურათიდან მიუთითეთ კოდი: tbilisi
01.07.2012 15:31
ვაი ამ ნაციონალების პატრონს,რაო ბიჭებო იძირება ხომ ნაციონალების გემი,ჰააგის ტრიბუნალი არ ასცდება სააკაშვილს.

The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.