ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013

საქართველო

ხელისუფლება და ოპოზიცია სტიქიით დაზარალებულებს ეხმარებიან

წინასწარი შეფასებით, სტიქიამ ყველაზე მეტად თელავის რაიონი დააზარალა

x
ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა
საქართველოს ხელისუფლება კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის პირობას იძლევა. ფულადი თანხები გაიცემა იმ ოჯახებისთვის, რომელთა ნაკვეთებიც 19 ივლისს ძლიერი სეტყვის და ქარის დროს განადგურდა. ხელისუფლების წინასწარი შეფასებით, სტიქიამ ყველაზე მეტად თელავის რაიონი დააზარალა, სადაც ქარმა სახურავები გადახადა 770 შენობას და სახლს. სეტყვამ კი 6800 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გაანადგურა.

გურჯაანში, ყვარელსა და ლაგოდეხში 5400 ჰექტარი სავარგული განადგურდა. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მობილიზებულია თავდაცვის სამინისტროს რეზერვისტთა დანაყოფები.

სტიქიით დაზარალებულთათვის დახმარების მზადყოფნა გამოთქვა ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. ის ამ მიზნით სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 10 მილიონ ლარს გადარიცხავს.
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.