ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013

ახალი ამბები

გაიზიარებს თუ არა „ქართუ ბანკი“ „სტანდარტ ბანკის“ ბედს?!

სახელწიფოს მიერ დანიშნულმა იძულებითმა მმართველმა „ქართუ ბანკს“ 50 მილიონის არაუზრუნველყოფილი სასესხო ვალდებულება დაუტოვა

x
ტექსტის ზომა - +
სახელმწიფოს მიერ „ქართუ ბანკში“ დანიშნულმა დროებითმა ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ბანკი გაკოტრებამდე მიეყვანა. ასეთ შეფასებას საბანკო საქმის ექსპერტები მას შემდეგ აკეთებენ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ქართუ ბანკის“ დროებითმა მმართველმა ვლადიმერ უგულავამ, ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე 50 მილიონი დოლარის სასესხო ვალდებულება გასცა. ხელშეკრულებები ოთხ კომპანიასთან არის გამოფერმებული. მათ შორის, არის პარლამენტის ვიცე-სპიკერის რუსუდან კერვალიშვილის კუთვნილი „ცენტრ პოინტი“, რომელსაც 6000 მოქალაქე თაღლითობასა და ასეულობით ათასი დოლარის მითვისებაში ადანაშაულებს. ასევე თაღლითობისთვის გასამართლებული ბიზნესმენი მალხაზ მირცხულავა, რომელსაც ათობით თბილისელი ჰყავს მოტყუებული  ხილიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის დროს. კიდევ ორი სამშენებლო კომპანია, რომელთანაც „ქართუს“ დროებითმა მმართველმა ხელშეკრულებები გააფორმა ფინანსურ კრიზისში მყოფი „ტიფლის დეველოპმენტი“ და „აქსისია“. „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი ამბობს:

„მათ ასეთი სტრატეგია ჰქონდათ. უნდა შეექმნათ ამ დანაშაულებრივი გადაწყვეტილებისთვის შესაბამისი რესურსები, ამისთვის კიდევ ერთი დანაშაული უნდა ჩაედინათ, უნდა გაეყიდათ ბანკის მომგებიანი აქტივები, სხვა ბანკებისთვის გადაეყიდათ, რასაკვირველია სერიოზული ზარალით ქართუ ბანკისთვის, შექმნიდნენ  რესურს და ამ რესურსით დააფინანსებდნენ ამ 50 მილიონს და ქართუ ბანკს არალიკვიდურს გახდიდნენ, დაარღვევინებდნენ ყველა ნორმატივს, მაგრამ ეს ორი ვერ მოასწრეს. სამაგიეროდ, ბ-ნმა უგულავამ და ზარქუამ აიღეს 50 მილიონის ვალდებულება, აკიდეს ეს ვალდებულება ქართუ ბანკს ისე რომ არცერთი კაპიკი წყარო ამისთვის არ არსებობდა. ეს გაკეთდა ისევ იმისთვის რომ ბანკი არალიკვიდური გაეხადათ და არალიკვიდური ბანკი ავტომატურ რეჟიმში ექვემდებარება ეროვნული ბანკის მიერ დანიშნულ დროებით მმართველობას.“  
    

ხელისუფლებამ „ქართუ ჯგუფში“ შემავალი „ქართუ ბანკი“ მას შემდეგ დააყადაღა, რაც ოპოზიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა მისთვის დაკისრებული 75 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდაზე. „ქართუ ბანკი“ სხვა დაყადაღებულ ქონებასთან ერთად იძულებით საჯარო აუქციონზე გავიდა, თუმცა მყიდველი არ გამოუჩნდა.  სწორედ ამის შემდეგ შევიდა ბანკში იძულებითი მმართველი ვლადიმერ უგულავა. „ქართუ ბანკის“ დროებით დირექტორად კი ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტის, ბანკების ინსპექტირების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ირაკლი ზარქუა დაინიშნა. 2007-2008 წლებში, ეროვნული ბანკის ამჟამინდელ პრეზიდენტთან გიორგი ქადაგიძესთან ერთად, სწორედ ირაკლი ზარქუა მონაწილეობდა, პოლიტიკაში მოსული მილიარდელის ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი „სტანდარტ ბანკის“ გაკოტრების პროცესში.  დროებითი მმართველობა საჯაროდ ირწმუნებოდა რომ ვალის ამოღების მიზნით „ქართუ ბანკის“ მოგებაზე გაყვანას აპირებდა, რეალურად საპირისპირო კეთდებოდა. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია ელიავა ამბობს, რომ ხელისუფლება „ქართუ ბანკის“ გაკოტრებასაც ძველი სქემით ცდილობს:

„ეს არის პრაქტიკულად ბანკის გაკოტრებისთვის შემზადების პროცესი. მხოლოდ ერთხელ იყო გამოყენებული ეროვნული ბანკის მიერ ეს პრაქტიკა, „სტანდარტ ბანკის“ შემთხვევაში. იქაც დაინიშნა დროებით ადმინისტრაცია, ბანკი სწრაფად გაკოტრდა და შემდგომ გაიყიდა.“ 

„ქართუ ბანკმა“ უკვე შეიტანა სარჩელი „ცენტ პოინტის“, „ტიფლის დეველომპმენტის“, „აქსისისა“ და „ბეტას“ წინააღმდეგ, ასევე უკვე ყოფილი დროებითი მმართველის ვლადიმერ უგულავას, ყოფილი გენერალური დირექტორის ირაკლი ზარქუას და  სამეთვალყურეო საბჭოს უკვე ყოფილი წევრის როინ ციციაშვილის წინააღმდეგ. „ქართუ ბანკის“ იურისტი ნათია ჩაჩანიძე ამბობს:

„მოთხოვნა გახლავთ გენერალური და საკრედიტო ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და არის ასევე უზრულველყოფის მოთხოვნა, მისი გამოყენების თაობაზე, რომ ნოტარიუსს აეკრძალოს სააღსრულებლო ფურცლის გაცემა. გაფორმებულია საკრედიტო ხელშეკრულებები ოთხ დეველოპერულ კომპანიასთან და ოთხივე დელელოპერული კომპანია იქნება მოპასუხე ჩვენს საქმეში.“ 

ხელისუფლებამ „ქართუს“ იძულებითი მართვა 12 ივლისს მოითხოვა და  თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100 პროცენტის და „პროგრეს ბანკის“ აქციათა 27 პროცენტის მმართველად იმავე დღეს ვლადიმერ უგულავა დანიშნა. ორი კვირის შემდეგ, 26 ივლისს, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა „ქართუ ჯგუფს“ ყადაღა მოეხსნა და დროებითმა მმართველმა საკუთარი გუნდით „ქართუ“ დატოვა. იმის შესახებ, თუ რა ვალდებულებები დაუტოვა „ქართუს“ კომენტარს დღეეს არც ვლადიმერ უგულავა და არც ეროვნული ბანკი არ აკეთებენ.
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.