ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013

საქართველო

რას მოგვიტანს ორი „კარდაკარი“ ?

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიას ამომრჩეველთა ლიგა უნდობლობას უცხადებს

x
ტექსტის ზომა - +
ზაზა წულაძე
არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე საქართველოში ამომრჩეველთა სიების დაზუსტებაზე უკვე ორი ჯგუფი მუშაობს, რომლებიც ერთმანეთს უნდობლობას უცხადებენ. პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ შექმნილ სპეციალურ 21 კაციან კომისიაში, მმართველი პარტიის წევრებთან ერთად, იმ „პოლიტიკური ჯგუფებისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, რომლებსაც „პრო-სახელისუფლებოს“ ან „ხელისფლების სატელიტებს“ უწოდებენ. კომისია სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვეში 100 ათასი ლარით ფინანსდება, აქედან 90 ათასი ლარი ხელფასებზე მიდის.
„პირველ ეტაპზე ეს დაიწყება თბილისსა და ზუგდიდში, ერთად ეს გამოდის 11 ოლქი. ათი ოლქი თბილისში და პლუს ზუდგიდის საარჩევნო ოლქი ჯამში მოიცავს მილიონ ასი ათას ამომრჩეველს რაც ერთიანი საარჩევნო სიის თითქმის 40 პროცენტია“   


სპეციალურ კომისიას „ახალი მემარჯვენე“ მამუკა კაციტაძე ხელმძღვანელობს. კომისიაში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვეს-  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ და სამართლიანმა არჩევნებმა.  სამთავრობო კომისიამ მუშაობა აპრილის ბოლოს დაიწყო და უკვე ჰყავს ოპონენტი, რომელიც უნდობლობას უცხადებს. ეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგაა“. კომისიის თავჯდომარე მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ „ამომრჩეველთა ლიგას“ კომისიის დისკრედიტაცია სურს. განსახვავებული მოსაზრება აქვს კომისიის წევრს, კახი კახიშვილს

მამუკა კაციტაძე: „მათ უნდათ რომ ცრუ შთაბეჭდილება შეექმნას საზოგადოებას სიების წინასწარ მონაცემებზე. არანაირი ოფიციალური მონაცემი სიების დაზუსტების კომისიას, პროექტ „კარდაკარის“ ფარგლებში არ გამოუქვეყნებია. ის, რაც „ამომრჩეველთა ლიგა“ საუბრობს იყო პირველი დღის მონაცემი, რომლითაც სერიოზულმა ადამიანმა წესით არ უნდა იხელმძღვანელოს, მაგრამ „ამორჩეველთა ლიგის“ სერიოზულობაზე ესეც მეტყველებს.“ 

კახი კახიშვილი: „ვიმედოვნებ, რომ ამომრჩეველთა ლიგაც მოასწრებს კარდაკარის ჩატარებს იმ დრომდე, სანამ იქნება აზრი, რომ საარჩევნო სიებში შევიდეს ცვლილებები, მათი ნაპოვნი ხარვეზების შესაბამისად. რაც უფრო მეტი სუბიექტი ჩაერთვება ასეთ პროგრამაში მხოლოდ კარგია.“

ამომრჩეველთა სიების დაზუსტებაზე მომუშავე სამთავრობო კომისიას საქართველოს მაშტაბით 11 ათასი რეგისტრატორი ჰყავს; სიების დაზუსტება ამომრჩეველთა პირადობის მოწმობების საფუძველზე მიმდინარეობს, გარდა გარდაცვლილი მოქალაქეებისა, კომისიას ბინებზე მიწერილი - ხმის უფლების მქონე მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებაც ევალება.  იმ ოჯახებს კი, რომელთა წევრი ან წევრები საზღვარგარეთ იმყოფებიან, ამის დასადასტურებლად აღწერის დროს, სპეციალური ჩანაწერის გაკეთება უწევთ. მეორე დღეა ამომრჩეველთა სიებს „ამომრჩეველთა ლიგაც“ ამოწმებს, რომელსაც ოპოზიციის ყოფილი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე, მისი ძმა - გია გაჩეჩილაძე, შევარდნაძისა და სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მინისტრები - გია ყარყარაშვილი და გოგა ხაინდრავა წარმოადგენენ. „ამომრჩეველთა ლიგის“ თავჯდომარე კოკა გუნცაძე ამბობს თავიდან დედაქალაქისა და სამეგრელოს ამომრჩეველთა სიები შემოწმდება. „ალტერნატიული კარდაკარის“ პროეტის ხელმძღვანელი ლევან ჩიკვაიძე უკვე არსებული სიების საეჭვო მონაცემებზე საუბრობს.

კოკა გუნცაძე: „პირველ ეტაპზე ეს დაიწყება თბილისსა და ზუგდიდში, ერთად ეს გამოდის 11 ოლქი. ათი ოლქი თბილისში და პლუს ზუდგიდის საარჩევნო ოლქი ჯამში მოიცავს მილიონ ასი ათას ამომრჩეველს რაც ერთიანი საარჩევნო სიის თითქმის 40 პროცენტია.“
   

ლევან ჩიკვაიძე: „სამთავრობო კომისიის მიერ აღწერილი 100 000 ამომრჩევლიდან, პირველადი მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 4 000 იმყოფებოდა უცხოეთში. ანუ აღწერილის სულ 4 პროცენტი. მსოფლიო ბანკისა და გაეროს ყოველწლიური მონაცემებით  და კვლევებით კი უცხოეტში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 32 პროცენტს შესადგენს.“

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სპეციალური კომისია პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებით, გასული წლის ნოემბერში შექიმნა. პროცესს წინ უძღოდა მმართველი პარტიის მხრიდან  „ოპოზიციური რვიანის“ ყველა ძირითადი შეთავაზების, მათ შორის, ბიომეტრიული პასპორტების თემის ჩაგდება, რაც „რვიანის“ დაშლით დასრულდა. საბოლოოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე სატელიტ ჯგუფთან სპეციალური შეთანხმება გააფორმა, რომლის ერთ-ერთი ეტაპიც პროექტი „კარდაკარ“ გახდა. სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ გადამოწმებული სიების საბოლოო ვარიანტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 1 აგვისტოს უნდა წარუდგინოს. „ალტერნატიული კარდაკარის“ შორეული გეგმები კი ჯერ ზუსტდება.
კომენტარების დალაგება
გააკეთეთ კომენტარი ამ ფორუმზე (1)
კომენტარები
     
მიერ (by): giorgi სურათიდან მიუთითეთ კოდი: dusheti
24.06.2012 23:38
rusebi saqartvelos veqar daipkroben gind stalini da orjonikze gaacooxlon mitumetes rusebis mier shekocicebuli partiebi VANIA TI KTO TAKOI DAVAI DOSVIDNIA

  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 4 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში იხილავთ: როგორ გამოასწორეს ამერიკაში საჰაერო დისპეჩერების რაოდენობის შემცირების პრობლემა? 2030 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი ურბანულ ტერიტორიაზე იცხოვრებს. როგორ შეიძლება ამ ადამიანების გამოკვება და მართლა შესაძლებელია თუ არა ასფალტზე მოსავლის მოყვანა? უდიპლომო სტუდენტები, რომლებმაც ინტერნეტი შეცვალეს. გუგლის დამფუძნებელი ორი ახალგაზრდა დღეს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაშია.