პარასკევი, 22 აგვისტო, 2014

საქართველო

ეკოლოგიური ფონი მძიმდება

გარემოს დამცველები კანონმდებლობას გაამკაცრებენ

21 საუკუნეში მსოფლიოში უფრო და უფრო აქტუალური გახდა გარემოს დაცვის საკითხი, განპირობებული გლობალური დათბობით, კლიმატური კატაკლიზმებით, რესურსების ნაკლებობით და სხვა.
პარლამენტის გარემოს დაცვისა  და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის და ბაღდათის მაჟორიტარ დეპუტატის  გია ცაგარეიშვილის თქმით, მდგომარეობა საქართველოში გარემოს დაცვის კუთხით  დრამატულია .  2011 წლის მონაცემებით საქართველოში მამაკაცთა 13.1%-ი დაავადებულია ონკოლოგიური დაავადებით, ქალებში  ეს მაჩვენებელი  3.9% შეადგენს.

 გია ცაგარეიშვილის თქმით ეს პრობლემა  საქართველოში წლიდან წლამდე მძიმდება, იმიტომ რომ ქვეყანაში მძიმდება ეკოლოგიური ფონი:
”რაც უფრო დამძიმდება ეკოლოგიური ფონი, მით უფრო, სამწუხაროდ, მოიმატებს ონკოლოგიური დაავადებებიც, პირველ რიგში დასნეულებული ქალბატონების, ასევე ბატონების რაოდენობაც.  ეს რაოდენობა ყველაზე მეტად თვალშისაცემია იმერეთში. მე შემიძლია გითხრათ ზესტაფონში რა ხდება. ზესტაფონში ამ თვალსაზრისით   კატასტროფული მდგომარეობაა შექმნილი. დაახლოებით 2 000-ზე ცოტა მეტი ადამიანია დაავადებული ონკოლოგიური დაავადებით, მათი უმეტესობა არიან ქალბატონები. 1700 ადამიანია დღესდღეობით ონკოლოგიურ კლინიკისცენტრში აღრიცხული. მატება შეინიშნება 2004-2005 წლებიდან. მას შემდეგ, რაც მეწარმემ აბსოლუტურად თავაშვებულად დაიწყო ყველა ეკოლოგიური ნორმის დარღვევა და იქ სამეწარმეო საქმიანობის წარმოება. ”ჯორჯიანმარგანეცზე” ვსაუბრობ, თუმცა, როცა საუბრობენ, რომ  ინვესტორი უკრაინიდან არის ან აშშ-დან, ძნელად წარმოსადგენია, რომ უკრაინაში ან აშშ-ში ასე იქცეოდეს ადამიანი.
ხელისუფლება ცდილობს ლოიალური იყოს მეწარმესთან მიმართებით, შეუქმნას  მუშაობის მაქსიმალურად კომფორტული პირობები და ნაკლებად სთხოვს ეკოლოგიური ნორმების დაცვას. მე არ ვფიქრობ, რომ ყველაფრის ფასად ღირს სამუშაო ადგილების შექმნა. თუ ჩვენ შევქმენით სამუშაო ადგილი და იქ მიბრძანებული ადამიანი 2 წელიწადში დასნეულდა, ხოლო მისი მოვლა-პატრონობა შემდეგ მეწარმის კისერზე კი არ გადადის, გადადის ჯანდაცვის ბიუჯეტის კისერზე, რომელიც 2 მილიარდ ლარს გადასცდა და იზრდება საქართველოში. ასეთი სამუშაო ადგილების შექმნა ნამდვილად არ მინდა. მოდით შევაფასოთ, მეწარმეს აქვს  საშუალოდ 10-12-15 მილიონი ლარი წელიწადში და ვნახოთ, რამდენი ჯდება იქ მომუშავე ადამიანების მკურნალობა. და არა მხოლოდ იქ მომუშავე ადამიანებზეა საუბარი, არამედ არის საწარმოების გარეთ ადანმიანების პრობლემაც. მათაც ექმნებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გადაულახავი პრობლემები”.
 
დეპუტატის თქმით ქალაქ  ზესტაფონის მუნიციპალიტეტი  ითხოვს რამდენიმე წელი სარწყავ მანქანას. მაგრამ უშედეგოდ:
”არცერთი პირობა, რომელიც მეწარმემ აიღო, როდესაც მას მიეყიდა გიგანტური წარმოება, ვარციჰესის მთელი კასკადი, ჭიათურა, ზესტაფონი შეიკრა ერთ დიდ კონსორციუმში. მან აიღო რამდენიმე ვალდებულება, მათ შორის გარემოს დაცვითი პირობების დაკმაყოფილება.მაგრამ არცერთი პირობა დაკმაყოფილებული არ არის. ჰაერში ხდება საშინელი გამოფქრვევები, ფილტრები წარმოებაში არ მუშაობს ან მუშაობს მხოლოდ 10%-ი და დამტვერიანებულია იქაურობა. ამას დილაობით მორწყვა სჭირდება, იმიტომ რომ დილას იღვიძებს ქალაქი, იწყებს  ყოველდღიურ ცხოვრებას, უამრავი ბავშვი მიდის საბავშვო ბაღში, სკოლაში.. არის დრამატული მდგომარეობა მაგრამ  სარწყავი მანქანის ყიდვაც არ უნდა მეწარმეს. აღარ არის ლაპარაკი მრავალმილიონიან ფილტრებზე, საწარმო პროცესის დახვეწაზე . საუბარია თუნდაც ნახმარი  სარწყავი მანქანის შეძენაზე. სარწყავი მანქანა ღირს როგორც მითხრეს 60-70 ათასი ლარი, მეწარმეების შემოსავალი წელიწადში ასობით მილიონ ლარს შეადგენს. მანგანუმის მოპოვება  ძალიან მომგებიანი ბიზნესია, მარგანეცის საბადოები მსოფლიოში ბევრი არ არის ,  თანაც ასეთი ხარისხის . ველური წესით ხდება ფაქტიურად მისი მოპოვება, შემდეგ ველური წესით ხდება მისი გადამუშავება და საბოლოო პროდუქციის მიღება.
ოღონდ ისე ნუ გამიგებთ, თითქოს მე მეწარმის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ელემენტარული პირობები დაცული ხომ უნდა იყოს!

-ბატონო გია, ონკოლოგიური დაავადებების  რაოდენობა მხოლოდ ზესტაფონს ეხება ?
- მე შევისწავლე ზესტაფონი და კერძოდ იმერეთი.  არა მხოლოდ ონკოლოგიური დაავადებების ზრდა ფიქსირდება, ასევე გავრცელებულია ჩიყვი, გულსისხძარღოვანთა დაავადებები..

-ანუ, იმერეთშია ეს პრობლემები უფრო?
- დიახ, განსაკუთრებით თვალშისაცემია.იცით რატომ? იმიტომ რომ იმერეთში არის  ბევრი სასარგებლო წიაღისეული, რომლის მოპოვება ხდება ველური წესით. მასობრივად იჩეხება ტყეები ჭიათურაში, ტყიბულში, საჩხერეში, ხარაგაულში, ზესტაფონში, ბაღდათში,  ვანში.. ყველგან”.

სამომავლო გეგმებზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს:
”ძალიან რთული იქნება იმის შეცვლა, რაც უკანასკნელი 20 წლის , განსაკუთრებით 10 წლის მანძილზე ნადგურდებოდა,  აბსოლუტურად შეგნებულად. ჩვენ გავამკაცრებთ კანონმდებლობას, გავამკაცრებთ ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლას, რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა უკვე შესულია”.
2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 8 მილიონი ლარით  გაიზარდა. 2012 წელს იგი 19.3 მილიონს შეადგენდა, ხოლო 2013 წელს 27.2 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, მოსაზრება პირველმა გამოთქვათ.

No records found for this widget:3211

Your JavaScript is turned off or you have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს

ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 აგვისტო, 2014

დღეს გადაცემაში ნახავთ: ვირჯინიის გუბერნატორს ბრალი ბიზნესმენისგან საჩუქრების მიღებაში ედება; ებოლას ვირუსი კვლავ ვრცელდება და ამას მედიკოსები სიღარიბეს და ზოგიერთ მათავრობას უკანვშირებენ; გზატკეცილი, რომელსაც ამერიკის მთავარ ქუჩას უწოდებდნენ...


ვიდეო ვაშინგტონი დღეს

ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

 
Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.