ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2013

ახალი ამბები

დიდი ოცეულის სამიტის შედეგები

სამიტი ეკონომიკურ სტაბილიზაციასა და ფინანსური ბაზრების უსაფრთხოებას მიეძღვნა

x
ტექსტის ზომა - +
  მექსიკის საკურორტო ქალაქ ლოს კაბოსში დამთავრდა დიდი ოცეულის მორიგი შეხვედრა, რომელიც ძირითადად მსოფლიოს ეკონომიკურ სტაბილიზაციასა და ფინანსური ბაზრების უსაფრთხოებას მიეძღვნა.
  დიდი ოცეულის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ევროპის ეკონომიკური კრიზისის მოგვარებაზე, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები შეხვედრის შედეგებით უკმაყოფილო დარჩნენ, რადგან არაფერი იყო ნათქვამი სიღარიბის დაძლევის შესახებ.
  ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი თქმით ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ერთად მსჯელობენ ეკონომიკურ პრობლემებთან  გამკლავების გზებზე და აღნიშნულ საკითხებზე დისკუსია მომავალშიც გაგრძელდება.
   საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი თავის მხრივ პროგრესის ნიშნებს ხედავს, თუმცა მისი აზრით ჯერ კიდევ მრავალი პრობლემაა მოსაგვარებელი.
   მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო ფონდების და ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობას, რაც ეკონომიკურ აღმავლობას შეუწყობს ხელს და უმუშევრობის შემცირებას გამოიწვევს.
  დევიდ კამერუნი და ფრანსუა ოლანდი თვლიან, რომ ევროპის ფინანსური კრიზისი საბოლოო ჯამში მსოფლიოსთვის კარგი გაკვეთილი იქნება.
  ყველაფერი დამოკიდებულია დიდი ოცეულის წევრი სახელმწიფოების  მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე , სხვანაირად კრიზისიდან თავის დაღწევა შეუძლებელია.
  ექსპერტების შეფასებით დიდი ოცეულის შეხვედრის შედეგები რამდენიმე კვირაში აისახება მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე.
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.