ორშაბათი, 20 მაისი, 2013

ევროპა

საფრანგეთის პოლიციამ ამბოხებაში ეჭვმიტანილები დააკავა

საფრანგეთის სოციალისტურმა მთავრობამ შეტაკების ადგილი - ამიენის მხარე - უსაფრთხოების პრიორიტეტულ ზონად გამოაცხადა

x
ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა
საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ამიენში მიმდინარე კვირას მომხდარი ძალადობის ფაქტზე ქვეყნის პოლიციამ ხუთი ეჭვმიტანილი დააკავა. ამ მოვლენამ  საზოგადოებას 2005 წლის ამბოხება შეახსენა, რომელმაც მაშინ ქვეყანა შეძრა.
 
პოლიციის თქმით, დაკავებულები 15-დან 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. ყველა მათგანი ამიენის ჩრდილოეთ რაიონში ცხოვრობს - მხარეში, რომელიც არეულობამ შეაზანზარა. ახალგაზრდებსა და პოლიციას შორის ორშაბათს მომხდარი შეტაკების შედეგად, 16 პოლიციელი დაშავდა ქალაქში, რომელიც პარიზიდან 120 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

მეამბოხეებმა დაწვეს მანქანები, გაანადგურეს სპორტული ცენტრი და ცეცხლი წაუკიდეს დაწყებითი სკოლის შენობას. მას შემდეგ,  ქალაქში გაძლიერებული დაცვა მოქმედებს, სადაც ამჟამად მშვიდი, თუმცა დაძაბული ვითარებაა.
 
ამიენში ჩასულ შინაგან საქმეთა მინისტრს, მანუელ ვალსს სტვენით შეხვდნენ.  
 
ვალსის განცხადებით, ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. მისი თქმით, უნდა აღდგეს წესრიგი, სიმშვიდე და სამართლიანობა.
 
ამიენის ერთ-ერთმა ახალგაზრდა მცხოვრებმა, სახელად საიდმა, საფრანგეთის რადიოსთან საუბარში განაცხადა, რომ მან გზავნილი გაიაზრა, თუმცა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.
 
საფრანგეთის სოციალისტურმა მთავრობამ შეტაკების ადგილი - ამიენის მხარე - უსაფრთხოების პრიორიტეტულ ზონად გამოაცხადა. თუმცა, მათი მისამართით მოთხოვნები ისეთი ენდემური პრობლემების მოსაგვარებლად გაისმის, როგორიცაა უმუშევრობის მაღალი დონე და სიღარიბე.
 
ამიენის მერმა, ჯილ დემაილმა საფრანგეთის რადიოს განუცხადა, რომ ქალაქში, ჩვეულებრივ, სიმშვიდე სუფევს, თუმცა რეალური სირთულეები კრიმინალურ უბნებშია. ძალადობის თავიდან აცილების გარდა, მისი თქმით, აუცილებელია სამართლიანობის სწრაფად აღდგენა.
 
ამ არეულობამ 2005 წელს მომხდარი ამბოხების ფაქტი შეახსენა საზოგადოებას, რომელიც პარიზის ღარიბ, ემიგრანტებით დასახლებულ გარეუბნებში დაიწყო და შემდგომ მთელს ქვეყანას მოედო.

ამ დრომდე, ასეთი რამ ამიენსში არ მომხდარა. თუმცა, ეს ფაქტი ხაზს უსვამს პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის წინაშე მდგარ რთულ გამოწვევებს, რომელიც მისი პრეზიდენტობის 100 დღეზე ოდნავ მეტი პერიოდის მანძილზე უმუშევრობის მაღალ დონის შემცირებასა და მდარე ეკონომიკური ვითარების დარეგულირებას ცდილობს.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 4 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში იხილავთ: როგორ გამოასწორეს ამერიკაში საჰაერო დისპეჩერების რაოდენობის შემცირების პრობლემა? 2030 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი ურბანულ ტერიტორიაზე იცხოვრებს. როგორ შეიძლება ამ ადამიანების გამოკვება და მართლა შესაძლებელია თუ არა ასფალტზე მოსავლის მოყვანა? უდიპლომო სტუდენტები, რომლებმაც ინტერნეტი შეცვალეს. გუგლის დამფუძნებელი ორი ახალგაზრდა დღეს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაშია.