კვირა, 26 ოქტომბერი, 2014

საფრანგეთი სქესობრივი ძალადობის კანონს ამკაცრებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარის, დომინიკ სტრაუს კანის სკანდალური პროცესის გამოძახილი მის სამშობლოში

სქესობრივი ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია პარიზშისქესობრივი ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია პარიზში
x
სქესობრივი ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია პარიზში
სქესობრივი ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია პარიზში
ყოველწლიურად თითქმის ათასამდე საჩივრის განხილვის შემდეგ,  საფრანგეთის სასამართლო თავისუფლების აღკვეთას მხოლოდ 80-მდე ადამიანს უსჯის. სპეციალისტები დიდი ხანია სქესობრივი ძალადობის კანონს მოძველებულს უწოდებენ და მისი შეცვლის აუცილებლობაზე  საუბრობენ.
 
2012 წლის მაისში საკონსტიტუციო სასამართლომ ახალი კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც საკმაოდ ბუნდოვანი იყო. ორი თვის შემდეგ საფრანგეთის სენატმა და ეროვნულმა ასამბლეამ მორიგი კანონი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც სქესობრივი ძალადობა კრიმინალური დანაშაულის რანგში გადავიდა.
 
ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში განსასჯელს დიდი მოცულობის ჯარიმასთან ერთად 2-დან 3 წლამდე ციხე ემუქრება. ჯარიმის რაოდენობა წინა კანონმდებლობასთან შედარებით, გაორმაგდა. პოტენციურად შეურაცხმყოფელ საქციელად ამიერიდან ჩაითვლება სექსუალური ხუმრობები, კისრის მასაჟი, პორნოგრაფიული შინაარსის შემცველი მასალის სამსახურის მაგიდაზე დატოვება და სხვა მრავალი.

Sexual Harassment
Sexual Harassmenti
|| 0:00:00
...
 
🔇
X


საფრანგეთში ახალი კანონმდებლობის შემოღებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მოსახლეობის ერთ ნაწილს ის ცაში აჰყავს. თუმცა, მარი ელუაზი, ქალთა უფლებების დამცველი ჯგუფის იურისტი ამბობს, რომ ის საკმარისად მკაცრი არ არის. ჯარიმები მხოლოდ ყველაზე სერიოზულ დანაშაულზეა გათვალისწინებული, აღნიშნავს ის. იურისტი აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ მობილური ტელეფონის ქურდი ბევრად უფრო მეტად ისჯება, ვიდრე სქესობრივი მოძალადე.
 
კრიტიკოსები ერთხმად აღნიშნავენ, რომ სქესობრივი ძალადობის ფაქტებისთვის საფრანგეთს ძალზე ნოყიერი ნიადაგი აქვს. 16 ივლისს, კანონის მიღებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე  ძირითადად მამაკაცებისგან შემდგარ საკანონმდებლო ორგანოში განსახლების მინისტრს, სესილ დუფლოს სტვენა და ყვირილი აუტეხეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას სიტყვით გამოსვლისას მოთეთრო-მოცისფრო ყვავილებიანი კაბა ეცვა. მას შემდეგ დებატები სექსისმზე და მამაკაცების მხრიდან ძალადობაზე არ წყდება. იურისტი მარი ელუაზი ხაზს უსვამს იმ ფატს, რომ თავად კანონმდებლების საქციელი თვალნათლივ წარმოაჩენს მათ სექსისტურ ბუნებას და ისინი ვალდებული არიან საკუთარი ქმედებები მეტად გაააკონტროლონ.
 
ახალი კანონმდებლობა უშუალოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარის, დომინიკ სტრაუს კანის ირგვლივ აგორებულ სქესობრივი ძალადობის საქმეს არ უკავშირდება.  მაგრამ ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ საერთაშორისო მასშტაბის სკანდალმა კანონის შეცვლაზე არაპირდაპირი გავლენა მაინც იქონია. საფრანგეთში სქესობრივი ძალადობის საკითხები, კერძოდ კი ქალის უფლებები წინ წამოიწია და  სამუშაო ადგილებზე მომხდარ ქალთა დამცირების ფაქტებთან ბრძოლა ბევრად უფრო გამოცოცხლდა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, მოსაზრება პირველმა გამოთქვათ.
Your JavaScript is turned off or you have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.
ვაშინგტონი დღესi
X
24.10.2014
ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.

No records found for this widget:3213

Your JavaScript is turned off or you have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.
ცარიელია

No records found for this widget:3216