ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატები პირველი დებატებისთვის ემზადებიან


დღეს ლას ვეგასში დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების პირველი დებატები გაიმართება.

დებატების ცენტრში ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი იქნება, რომელიც აქამდე პარტიიდან წამყვანი კანდიდატია, მასთან ერთად დებატებში მონაწილეობას კიდევ 4 დემოკრატი კანდიდატი მიიღებს.

საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით კლინტონს გამოკითხულთა 40 პროცენტი უჭერს მხარს, მეორე ადგილზე კი ვერმონტელი სენატორი ბერნი სანდერსია 25 პროცენტით.

როიტერის მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული კვლევებით, გამოკითხული დემოკრატების 48 პროცენტს საპრეზიდენტო კანდიდატად ვიცე პეზიდენტის ჯო ბაიდენს ხილვა სურს.

XS
SM
MD
LG