ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამიტი პარასკევს გაგრძელდება


ბლოკი ევროპის დასუსტებული ეკონომიკის დასახმარებლად, 150 მილიარდი დილარის დახმარებას გაიღებს

ხუთშაბათს ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ბლოკის დასუსტებული ეკონომიკის დასახმარებლად 150 მილიარდი დილარის დახმარებას გაიღებენ.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპოიმ ამ გეგმას "ზრდის პაქტი" უწოდა, თუმცა იტალიამ და ესპანეთმა გეგმას მხარი არ დაუჭირეს. მათი განცხადებით, სესხის პროცენტი ძალზე მაღალია და ბაზრის ზეწოლის მოკლევადიან შემსუბუქებაზეა გათვლილი. ევროპელი ლიდერები დისკუსიას პარასკევს გააგრძელებენ.

რომის და მადრიდის დაკვირვებით, უკანასკნელ დღეებში სესხზე საპროცენტო განაკვეთის დონე ძალზე ამაღლდა და 7 პროცენტს მიაღწია. ამან სუსტი ეკონომიკის მქონე საბერძნეთის, ირლანდიის და პორტუგალიის იძულება გამოიწვია-საერთაშორისო ფინანსური დახმარება მოეთხოვათ.

XS
SM
MD
LG