სამშაბათი, 18 ივნისი, 2013

ახალი ამბები

ევროპის კრიზისი

ევროზონის კრიზისი ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებსაც შეეხო

x
ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა
მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ფინანსურმა სააგენტომ ევროპის უძლიერესი ეკონომიკის გერმანიის საკრედიტო პერსპექტივა შეამცირა, საფონდო ბირჟებზე მღელვარება ატყდა. დეტალებს პარიზიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ლიზა ბრაიანტი არკვევდა.

მუდის საფინანსო ინსტიტუტმა გერმანიასთან ერთად ლუქსემბურგის და ჰოლანდიის საკრედიტო შესაძლებლობაც დააქვეითა. ამით, სააგენტომ აჩვენა, რომ ევროზონის კრიზისი ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებსაც შეეხო. გერმანიის საკრედიტო რეიტინგამდე, სააგენტომ საფრანგეთის და ავსტრიის რეიტინგები დააგდო.
მუდის განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროზონიდან საბერძნეთის სავარაუდო გასვლა გერმანიის ფინანსურ პოტენციას შეასუსტებს.  ასევე გერმანიაზე ესპანეთისთვის და იტალიისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენაც იმოქმედებს.  ბრიუსელში მოქმედი ბრიუგელის ცენტრის ანალიტიკოსი ბენედიქტა მარზინოტო ამბობს, რომ ეს ვითარება საფრთხის განცდაც წარმოშობს.

„ვფიქრობ, გერმანიისთვის საკრედიტო რეიტინგის დაქვეითება არის იმის ნიშანი, რომ საკრედიტო სააგენტოები ევროზონის დაშლის შესაძლებლობას განიხილავენ, რასაც აუცილებლად ექნება გავლენა გერმანიაზეც,“ - ამბობს მარზინოტო.

ლონდონის „ჩეთემ ჰაუსის“ ანალიტიკოსი სტიუარტ ფლემინგი მუდის სააგენტოს გადაწყვეტილებით გაკვირვებულია.

„გერმანიის ეკონომიკა ფუნდამენტურად ძალიან ძლიერია. გაცილებით ძლიერია, ვიდრე შეერთებული შტატების, ბრიტანეთის და იაპონიის ეკონომიკა. ამდენად, მე არ ვფიქრობ, რომ გერმანიაზე კრიზისის გავრცელების ნიშნები რეალურია. ეს ასე არ არის,“ - ამბობს ფლემინგი.

ევროოკავშირის მიერ მადრიდისთვის გამოყოფილი დახმარების მიუხედავად, ესპანეთის ეკონომიკა კვლავ მძიმე ვითარებაშია.  საბერძნეთსც ვალის გადახდა და ანტიკრიზისული გეგმის განხორციელება საკმაოდ უჭირს. თუმცა, გაჯანსაღების ტემპები თვალსაჩინოა და ეს მოლოდინები საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვების შემთხვევაში.

თუმცა, ანალიტიკოსი ფლემინგი მიიჩნევს, რომ ეს ევროპისთვის დამღუპველი იქნება.მისი თქმით, კრიზისის პიკზე საბერძნეთის ევროზონიდან გასვლა, თავად საბერძნეთისთვის იქნება ცუდი. ამდენად ათენისთვის უნდა გაგრძელდეს დახმარება, რაც თავად ევროპის დახმარებას ნიშნავს.

ზაფხულში ევროზონის ლიდერთა შეხვედრა დაგეგმილი  არ არის. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ამის საჭირობა შემოდგომის დადგომისთანავე გაჩნდება.
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.