ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის ეკონომიკა უარესდება


ევროზონის ქვეყნებში ბოლო ეკონომიკური მაჩვენებლები ვითარების გაუარესებაზე მიუთითებენ. კერძოდ, გაზრდილია უმუშევრობის დონე და შემცირებულია წარმოების მასშტაბები. უმუშევრობის საერთო დონემ 17 ქვეყანაში 10,8 პროცენტს მიაღწია. ეს არის ყველაზე დიდი მასშტაბი, მას შემდეგ, რაც ევროპაში ახალი საერთო ვალუტა დამკვიდრდა. ევროკავშირის განცხადებით, ესპანეთის მოსახლეობის თითქმის მეოთხედი უმუშევარია, ხოლო სხვა ქვეყნებში კი უმუშევრობის დონე გაორმაგდა. ევროზონაში განსაკუთრებით რთული ვითარებაა საბერძნეთში, ირლანდიაში და პროტუგალიაშია შექმნილი. მათ დასახმარებლად ევროკავშირმა 300 მილიარდიანი პაკეტი გამოყო.

XS
SM
MD
LG