ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013

ახალი ამბები

ევროკავშირის ლიდერები გადამწყვეტ ზომებს მიმართავენ

ანგელა მერკელი სამიტის შედეგებით კმაყოფილია

x
ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა
მოლაპარაკებების მარათონმა მთელი ღამე გასტანა. პარასკევს დილით 27 ქვეყნისგან შემდგარმა ევროკავშირის ლიდერებმა რამდენიმე კრიტიკული გადაწყვეტილება მიიღეს. პაკეტი ევროზონის კრიზისიდან გამოყვანის მოკლე და გრძელვადიან ზომებს მოიცავს. როგორც მოსალოდნელი იყო, ბრიუსელის სამიტის მონაწილეებმა ეკონომიკის ზრდის და სამუშაო ადგილების შექმნის 151-მილიარდიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც ევროზონის 17 ქვეყნისთვისაა გათვალისწინებული.
 
ბელგიის დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რომპოიმ შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ლიდერების საერთო შეთანხმების საფუძველზე, საგანგებო ხსნის ფონდი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბანკებს ისე დაეხმარება, რომ წევრი ქვეყნების სუვერენული დავალიანება ამით არ გაიზრდება.
 
„შემუშავებული პროცედურა საშუალებას მოგვცემს ბანკების კაპიტალით შევსება უშუალოდ, პირდაპირ განვახორციელოთ. როგორც კი ერთიანი ზედამხედველობის მექანიზმი გვექნება, ბანკებს და მთავრობებს შორის არსებულ წრეს გავარღვევთ და პროცესს გავამარტივებთ“. 
 
შეკრული წრის გარღვევას ესპანეთის და იტალიის ბანკებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან მათი საკრედიტო მომსახურების განაკვეთი უკანასკნელი კვირების მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. 
 
ევროკავშირის  ლიდერებმა ევროზონის ბანკებზე ზედამხედველობის განსახორციელებლად სპეციალური მექანიზმი შეიმუშავეს. საერთო გადაწყვეტილებით, ახალი ორგანიზაცია წლის ბოლომდე უნდა ჩამოყალიბდეს და მომავალში მისი მიზანი ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო ეკონომიკური და ფინანსური კავშირების შექმნა იქნება. ორგანიზაციის მუშაობის ჩარჩო და ფორმატი ოქტომბრის ბოლომდე განისაზღვრება და გამოქვეყნდება, აღნიშნა ბატონმა რომპოიმ.
 
ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროსომ ბრიუსელის სამიტზე მიღწეულ პროგრესზე და წარმატებებზე ისაუბრა:
 

ჩემი აზრით, ძალზე მნიშვნელოვანი დასკვნები გაკეთდა და მომავალი ძირეული გადაწყვეტილებების და ქმედებებისადმი ერთგულებაც დადასტურდა. როგორც იცით, აქამდე გამართულ სამიტებზე  ეკონომიკის ზრდის შესახებ მისაღებ გადაწყვეტილებათა აუცილებლობაზე იყო საუბარი. დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ამ სახის გადაწყვეტილებები მივიღეთ. სტაბილიზაციის მოკლევადიან ზომებთან ერთად ევროპის მომავალ ეკონომიკურ და მონეტარულ კავშირთა განმტკიცებასაც ჩაეყარა საფუძველი. ჩვენ ამას როგორც იქნა მივაღწიეთ“.
 
პარასკევს დილით მოკლე კომენტარი გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმაც გააკეთა და განაცხადა, რომ სამიტის შედეგებით ძალიან კმაყოფილია:
 
ქალბატონი მერკელის თქმით, ევროკავშირის ლიდერებმა უმუშევრობასთან ბრძოლის საქმეში, ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად და მომავალში ფინანსური სტიმულირების ფონდების შექმნისთვის სწორი გადაწყვეტილებები მიიღეს.
 
ანალიტიკოსები მსგავს პოზიტიურ შედეგებს ევროკავშირის ლიდერების უკანასკნელი შეხვედრიდან არ ელოდნენ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ რა გავლენას იქონიებს აღნიშნული სამიტი მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 4 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში იხილავთ: როგორ გამოასწორეს ამერიკაში საჰაერო დისპეჩერების რაოდენობის შემცირების პრობლემა? 2030 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი ურბანულ ტერიტორიაზე იცხოვრებს. როგორ შეიძლება ამ ადამიანების გამოკვება და მართლა შესაძლებელია თუ არა ასფალტზე მოსავლის მოყვანა? უდიპლომო სტუდენტები, რომლებმაც ინტერნეტი შეცვალეს. გუგლის დამფუძნებელი ორი ახალგაზრდა დღეს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაშია.