კვირა, 05 ივლისი, 2015

ახალი ამბები

ევროპის ლიდერები შეთანხმდნენ

150 მილიარდიანი მასტიმულირებელი ფონდის საშუალებით, ბლოკის ყველაზე სუსტი ეკონომიკის ქვეყნებში ეკონომიკურ ზრდას გაეწევა დახმარება

x
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ პერმანენტული სამაშველო ხსნის ფონდი გამოიყენონ კონტინენტის ბანკების გადასარჩენად და ამასთან, გრძელვადიანი საბიუჯეტო და პოლიტიკური კავშირი დაამყარონ.

შეთანხმებას ევროკავშირის ლიდერებმა დღეს, ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრისას მიაღწიეს.  კონსენსუსის თანახმად, ევროზონის 17 ქვეყნის საბანკო სისტემის ერთობლივი კონტროლის მიზნით დაფუძნდება ახალი საზედამხედველო ორგანო.   

ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპოი შეთანხმებას მიესალმა:

„ჩვენ ახალ ზომებზე შევთანხმდით, რაც ბანკების რეკაპიტალიზაციის მიმართულებით პოზიტიური გარღვევაა."

ევროკავშირის ლიდერებმა თანხმობა გამოთქვეს 150 მილიარდიანი მასტიმულირებელი ფონდის საშუალებით ბლოკის ყველაზე სუსტი ეკონომიკის ქვეყნებში ეკონომიკურ ზრდას დაუჭირონ მხარი. ე.წ. „ზრდის პაქტი“ თავდაპირველად ესპანეთმა და იტალიამ უკუაგდო. თუმცა საბოლოოდ, რომმა და მადრიდმა ამ მიმართულებით მხარდაჭერა დააფიქსირეს.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, მოსაზრება პირველმა გამოთქვათ.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 5 ივნისი, 2015

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ - მსოფლიოში ემისიების შემცირებას ჯანმთელობის ხარისხის გაუმჯობესება უკავშირდება; ქართული მემკვიდრეობის აკადემიამ სასწავლო წელი დაასრულა; წლევანდელი ზაფხული ჰოლივუდისთვის განსაკუთრებით მომგებიანია.

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

 
Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.