ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013

საქართველო

საქართველო და რუსეთი განაჩენის მოლოდინში

ევროპული სასამართლოს საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად „გავიდა“

x
ტექსტის ზომა - +
ზაზა წულაძე
საქართველოს მთავრობა თითქმის დარწმუნებულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, ქართული მხარის არგუმენტებს გაიზიარებს. სტრასბურგში სასამართლოს დიდმა პალატამ უკვე დაასრულა საქმის არსებითი განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილებაზე მუშაობას შეუდგა.  სასამართლო პროცესი ხუთ წელზე მეტი ხანია გრძელდება, საქართველომ სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ 2007 წლის მარტში შეიტანა. საქართველოს სახელმწიფო რუსეთს 2006-2007 წლებში ეთნიკური ქართველების მასობრივ დეპორტაციაში სდებს ბრალს, რის შედეგადაც სამი ქართველი გარდაიცვალა.
„შესაძლოა კვლავ მოხდეს ადამიანის უფლებათა დარღვევები, თუ კი ის ადამიანები არიან არალეგალები, არ აქვთ დოკუმენტაცია წესრიგში და იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე, მთავარია რო დეპორტაცია ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური უფლებების დარღვევით არ მოხდეს.“ ...

არაოფიციალური მონაცემებით, სულ რუსეთიდან 5 ათასამდე ქართველი იქნა გამოძევებული. 12-13 ივნისს სტრასბურგის ივნისს დიდმა პალატამ კიდევ ერთხელ მოუსმინა მოდავე მხარეებს. სასამართლოს 45 წუთიანი გამოსვლით საქართველოს და რუსეთის იუსტიციის მინისტრების მოადგილეებმა თინა ბურჯალიანმა და გიორგი მაწიუშკინმა მიმართეს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქართველოს წარმომადგენელი ლევან მესხორაძე ამბობს
 „ამ სხდომაზე კიდევე ერთხელ გამოირკვა და დადასტურდა ის გარემოება, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ეთნიკური ნიშნით შეავიწროვა ქართველები და ისინი გამოაძევა, ადგილი ჰქონდა არადამიანურ მოპყრობას, მასიურ დაკავებებს და ქსენოფობიურ მოპყრობას მხოლოდ იმის გამო რომ ისინი იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.“

საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, პირველი საჯარაო მოსმენა სტრასბურგის სასამართლოში 2009 წლის აპრილში გაიმართა, იმავე წლის ივნისში, სასამართლომ საქართველოს სარჩელის განხილვა დასაშვებად ცნო, დეკემბერში კი საქმე განსახილველად  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატას გადასცა. 2011 წლის იანვარში, ევროპული სასამართლოს წინაშე ქართულმა მხარემ მოწმეები წარადგინა. მათ შორის, იყვნენ დეპორტაციის დროს დაღუპული თენგიზ ტოგონიძის მეუღლე ნინო ძიძავა; ოთხ შვილთან ერთად დეპორტირებული ლია შიოშვილი, რომელიც დეპორტაციის მომენტში ორსულად იყო და გადატანილი სტრესის გამო ნაყოფი დაეღუპა (იხილეთ  http://www.amerikiskhma.com/content/article----114948679/533876.html). ასევე დეპორტაციის დროს გარდაცვილი მანანა ჯაბელიას შვილი ნიკო კვარაცხელია, რომელმაც კერძოდ განაცხადა

„მყარი არგუმენტები ჰქონდა ქართულ მხარეს, საბუთებით და მოწმეთა ჩვენებებით გამყარებული. რუსებმა კი ისაუბრეს ფაქტებზე რომლებიც არ დასტურდება იმიტომ რომ არანაირი დოკუმენტური მასალა ამ ფაქტების გასამყარებლად მათ არ წარმოუდგენიათ.“
სტრასბურგში მიმდინარე სასამართლო პროცესის  პარალელურად,  უფრო გართულდა რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მდგომარეობა.  გასულ კვირას რუსეთის ფედერალური საემიგრაციო სამსახურის უფროსმა კონსტანტინე რომოდანოვსკიმ პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთში არალეგარულად კიდევ 9000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე იმყოფება და მათ რუსეთი დაუყოვნებლივ უნდა  დატოვონ. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთში ქართველების წინააღმდეგ ახალი ტალღა აგორდეს
„შესაძლოა კვლავ მოხდეს ადამიანის უფლებათა დარღვევები, თუ კი ის ადამიანები არიან არალეგალები, არ აქვთ დოკუმენტაცია წესრიგში და იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე, მთავარია რო დეპორტაცია ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური უფლებების დარღვევით არ მოხდეს.“
უცნობია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა როდის იქნება მზად საბოლოო გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად.სასამართლოს ვადებთან დაკავშირებით რეგლამენტით  შეზღუდული არ არის. საერთაშორისო სამართლის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას საქმეზე ‘საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ შეიძლება მინიმუმ ერთი წელიც კი დასჭირდეს
კომენტარების დალაგება
გააკეთეთ კომენტარი ამ ფორუმზე (1)
კომენტარები
     
მიერ (by): მელანქოლიკოსი სურათიდან მიუთითეთ კოდი: უტოპია
19.06.2012 22:27
ზუსტად საქართველოს მოქალაქეობისა და ქართველობის ნიშნით ჟლიტეს,აყარეს და გაასახლეს მშვიდობიანი ქართველობა საქართველოში//თუ გახსოვთ ასეთი რამე აფხაზეთში და შიდა ქართლის მთიან ნაწილში მოხდა ამას წინ// და თუ გახსოვთ იქნებ ევროპელებსაც გაახსენოთ როგორმე,ჩემი ხმა მათ ყურამდე არ მიდის რატომღაც.

  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 4 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში იხილავთ: როგორ გამოასწორეს ამერიკაში საჰაერო დისპეჩერების რაოდენობის შემცირების პრობლემა? 2030 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი ურბანულ ტერიტორიაზე იცხოვრებს. როგორ შეიძლება ამ ადამიანების გამოკვება და მართლა შესაძლებელია თუ არა ასფალტზე მოსავლის მოყვანა? უდიპლომო სტუდენტები, რომლებმაც ინტერნეტი შეცვალეს. გუგლის დამფუძნებელი ორი ახალგაზრდა დღეს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაშია.