ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის ლიდერები დევნილების საკითხზე შეთანხმდნენ


სამხრეთ-აღმოსავლეთის და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ლიდერები ტერორიზმთან ბრძოლის და დევნილების საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ყოველწლიურ სამიტს, რომელზეც შეთანხმება მოხდა, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ოთხშაბათს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც დაესწრნენ.

სამიტის შემდეგ გამოცემულ ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ მიგრანტთა კრიზისი “უპრეცედენტო” ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გამოწვევებს ქმნის. ის ევროკავშირის გარე საზღვრების უკეთ დაცვის შესახებ წევრ ქვეყნებს შორის დიალოგს და შეთანხმებას მოითხოვს.

XS
SM
MD
LG