შაბათი, 25 ოქტომბერი, 2014

საქართველო

ეთნიკური უმცირესობები საქართველოში

ეთნიკური უმცირესობების პრობლემატიკა კონფერენციაზე განიხილეს

x
ელენე ბარათაშვილი
 საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანმა საქართველომ პროექტის “წავახალისოთ მრავალფეროვნება -პატივი ვცეთ ყველას” ფარგლებში, საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით კონფერენცია ჩაატარა.  ”მრავალეროვანი საქართველო”, რომელიც  ეთნიკურ უმცირესობათა 18 სათვისტომოს და 56 საზოგადოებრივ ორგანიზაციას აერთიანებს.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს  8 მინისტრმა, პარლამენტის  კომიტეტების სამმა თავმჯდომარემ , პარლამენტის წევრებმა, სახალხო დამცველმა, ექსპერტებმა,  ეთნიკური უმცირესობების თემთა ლიდერებმა . პარლამენტის თავმჯდომარემ  დავით უსუფაშვილმა კონფერენციაზე  მათ შორის  ნაკლოვანებებზე ისაუბრა, რომელთაგან  მისივე თქმით მთავარია ქვეყნის ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების მინიმალური ჩართულობა .
”ჯავახის ეკონომისტთა ასოციაციის”  ხელმძღვანელის არმენ ფარმანიანის თქმით  ძირითად პრობლემას ჯავახეთში მცხოვრები სომხებისთვის სახელმწიფო ენის არცოდნა წარმოადგენს:
ისეთი პრინციპული პრობლემა, რომელიც ხელს გვიშლიდეს  ინტეგრირებაში ქართულ საზოგადოებაში, ქართულ სახელმწიფოში, არ არის.  არის რიგი პრობლემები, რომელთაგან მთავარია ენის პრობლემა. ჩვენ ვთვლით, თუ ადამიანი პატივს სცემს სხვა ერს, ჯერ უნდა იცოდეს თვითონ ვინ არის. თუ მე პატივს ჩემს ეკლესიას არ ვცემ, სხვა ეკლისიასაც ვერ ვცემ პატივს.
 ვთვლი, რომ ენა არის ძირითადი პრობლემა, აუცილებელია მოსახლეობამ სახელმწიფო ენა ისწავლოს. მე ქართულად წერა-კითხვა სკოლაში ვისწავლე, მაგრამ თბილისში უკვე ვისწავლე ლაპარაკი. ჯავახეთში გარემო არის ისეთი, მოსახლეობის 95%-ი სომხურენოვანია, ამიტომაც საუბრობენ , რა თქმა უნდა, სომხურ ენაზე. მაგრამ ბოლო წლების ტენდენციები ისეთია, რომ ახალგაზრდები, საშუალო ასაკის ადამიანები სწავლობენ ქართულს ენას, იმიტომ რომ ზოგს ბიზნესი აქვს.. საბუღალტრო აღრიცხვა, რომელიც ელექტრონულად ხდება, ყველაფერი ქართულ ენაზეა და გინდა-არგინდა უნდა ისწავლო”.
 საქართველოს  გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ  ირაკლი პეტრიაშვილმა ყურადღება შემდეგ საკითხებზე გაამახვილა:
”მე არ მიმაჩნია..  აქ ეთნიკური ჯგუფების პარლამენტში სიმცირესთან დაკავშირებით იყო აღშფოთება გამოთქმული. სულაც არ ვთვლი, რომ რადგანაც 150-ზე მეტი ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს საქართველოში, ყველა აუცილებლად პარლამენტარი უნდა იყოს , პარლამენტში უნდა იპოვოს თავისი ადგილი.  მაგრამ ტრაგედიად მიმაჩნია, რომ სამოქალაქო ინსტიტუტები, იგივე პროფკავშირები ამ რეგიონებში არ არის განვითარებული, რომელიც მოახდენდა გარკვეულწილად საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას იმ პრიორიტეტებზე, რაც ამა თუ იმ კუთხის, რეგიონის, ქალაქის მოსახლეობას გააჩნია. ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს  შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე და წარმოიდგინეთ, ამ რეგიონების გარეშე. ისე, რომ არ ვიცით, ისე ვაშენებთ სახლს, ისე ვაშენებთ სახელმწიფოს, რომ ხშირად არ ვიცით ამ ქვეყნის მოქალაქეების ენობრივი ბარიერის გამო, თუ მათი ჩაურთველობის გამო, თუ სამოქალაქო საზოგადოების არქონის გამო, არ ვიცით მათი აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. არ ვიცით მათი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. შემდეგ შევქმნით რაღაც პროდუქტს და აბსოლუტურად ლოგიკური იქნება ის გაუცხოება, რაც ჩვენ დებს და ძმებს ამ რეგიონებში გააჩნიათ. არის საკანონმდებლო დონეზე გარკვეული  საკითხები, რომლებზეც უნდა იმუშაოს საკანონმდებლო ორგანომ არასამთავრობო სექტორთან ერთად, რათა კანონმდებლობა იყოს დახვეწილი და უზრუნველყოფდეს ამ ხალხის ჩართულობას”.
საქართველოს  ბერძნული ფედერაციის თავმჯდომარის  ფოთი ჩიტლიდისის  თქმით საქართველოში 1990 წლამდე  130 ათასზე მეტი ბერძენი ცხოვრობდა:
”1990-ან წლებში ბევრი წავიდა თავის ისტორიულ ქვეყანაში-საბერძნეთში. აქ დარჩა დაახლოებით 13-14 ათასი ბერძენი შერეულ ოჯახებთან ერთად. ბევრი ცხოვრობს თბილისში, მაგრამ საერთოდ  ბერძნები ყველა რეგიონში არიან. მაგალიტად წალკაში თუ ადრე 30 ათასი ბერძენი ცხოვრობდა, ახლა დაახლოებით 3 ათასამდე არიან.
ახლა ეკონომიკური სიტუაცია საბერძნეთში ძალიან კარგი არ არის და შეიძლება ბევრი უკან დაბრუნდეს, საქართველოში. იმიტომ რომ თავისი ბინები, ყველაფერი აქვთ. მაგრამ მათ სახლებში დროებით ცხოვრობენ აჭარლები და სვანები,  მაგრამ ცხოვრობენ უკანონოდ. თავის დროზე იყო პროგრამა, ისინი ჩამოასახლეს წალკაში და სხვა რეგიონებში,  ოფიციალური პროგრამა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მხოლოდ 300 სახლია გაფორმებული ოფიციალურად. 2500 სახლში ცხოვრობენ უკანონოდ. ახლა, როცა ბერძნები ჩამოდიან, თავის ბინებში ვერ ცხოვრობენ. მე ადრე ბატონ დავით უსუფაშვილთან მქონდა შეხვედრა და ეს ყველაფერი ვუთხარი. კიო, ჩვენ ვიცით ეს პრობლემა და ამ პრობლემაზე რა თქმა უნდა, უნდა ვიმუშაოთო”.
კონფერენციაზე ექსპერტები  აღნიშნავდნენ, რომ  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ძირითადად ისეთ საჭიროებებს  და პრობლემებს ასახელებენ, რომლებიც   ეხება არა მხოლოდ ეთნიკურ ჯგუფებს, არამედ ზოგადად საქართველოს  მოსახლეობის პრობლემებს წარმოადგენს. კონფერენციის კიდევ ერთ მონაწილეს მოვუსმინოთ :
”მოგესალმებით, ნანა ცარაევა - ”საქართველოს ოსთა ასოციაცია”.
 ქართულ-ოსურ პერსპექტივებს იმაში ვხედავ, რომ ქართველ და ოს ხალხში არ არის შუღლი, არ არის დაძაბულობა, არ არის ბოროტება. ეს უფრო არის პოლიტიკური საქმე. ქართველებს და ოსებს გასაყოფი და გასარჩევი არაფერი აქვთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი შერეული ოჯახებია, მე თვითონ მამით ოსი ვარ, დედით ქართველი. ქართველ შვილებს ვზრდი და ჩემნაირი საქართველოში ბევრია. მე ვამაყობ , რომ ჯერ ვარ საქართველოს შვილი და მერე ორივე ერის შვილი. ამიტომ, ჩვენმა პოლიტიკოსებმა მოიფიქრონ, ნახონ გზა.. ნდობა როცა გაჩნდება, უფრო მეტი ხიდი გაიდება ურთიერთთანამშრომლობის როგორც კულტურის, ასევე ყველანაირ სფეროში”.
კომენტარების დალაგება
გააკეთეთ კომენტარი ამ ფორუმზე (2)
კომენტარები
     
მიერ (by): ანონიმი
07.03.2013 16:35
ნამდვილად ყველას უნდა სცენ პატივი და მათ შორის პასკევიჩის მიერ ჯავახეთიდან გარეკილ ქართველებსაც და მათ მემკვიდრეებსაც ვის ნასახლარებზეც ცხოვრობენ დღეს ნამდვილად პატივსაცემი და ნამდვილად პატივცემული სომხები. პატივი უნდა სცენ ყველას. ქართველებსაც.


მიერ (by): ანონიმი
03.03.2013 22:57
მაგ დაქცეულ საქართველოში სომხებს ქართულის სწავლას ვინმე უკრძალავს? ჯავახი ვერ გავიგე რაა მაგრამ იქაური სომხების პრობლემა ქართული ენის არცოდნააო,ისწავლონ რა,გაინძრნენ. ისე სხვათა შორის ვიდრე ქართველები საქართველოში მთლა უხილავ უმცირესობად არ ქცეულან იმათაც მიხედეთ.

No records found for this widget:3211

Your JavaScript is turned off or you have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს

ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 19 ოქტომბერი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: ქარიშხალი, რომელმაც დედამიწაზე ელექტრო ენერგია შეიძლება 2 წლით გათიშოს - ვართ თუ არა მზად სოლარული სუპერსტორმისთვის; ნორვეგია 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლების კონკურსს გაეთიშა. რომელი ორი კანდიდატი დარჩა კონკურსში?


ვიდეო ვაშინგტონი დღეს

ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

 
Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.