ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დიდი შვიდეულის“ შეშფოთება


დღეს მსოფლიოს შვიდი ინდუსტრიული ქვეყნის ფინანსთა მინისტრები იკრიბებიან. შეხვედრის მიზანი ევროზონის ქვეყნებში შექმნილი ფინანსური კრიზისია. როგორც კანადის ფინანსთა მინისტრმა ჯიმ ფლაჰერტიმ განაცხადა, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეშფოთებულები არიან ევროკავშირის ქვეყნებში შექმნილი ეკონომიკური ვითარებით. მისი თქმით, ფაქტია, რომ ევროპის ქვეყნები არ ახორციელებენ საკმარის ქმედებებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. დღევანდელ შეხვედრაში კანადის, შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის და იაპონიის ფინანსთა მინისტრები მონაწილეობენ. ივნისის ბოლოს კი მექსიკაში „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერთა სამიტი გაიმართება.

XS
SM
MD
LG