ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის პოლიციამ დემონსტრაცია დაარბია


პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში რეფერენდუმის წინა დღეს მრავალათასიანი დემონსტრაციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ახალი კონსტიტუციის წინააღმდეგ გამოდიან. როგორც ეგვიპტის სხვა დანარჩენ დიდ ქალაქებში, ალექსანდრიაშიც კონსტიტუციის წინააღმდეგ გამოსულ ათასობით მომიტინგეს ხელისუფლებამ მუსლიმთა საძმოს და სალაფიტების მხარდამჭერი საპასუხო აქციით უპასუხა. ლიბერალური, საერო და ქრისტიანული ოპოზიცია შიშობს, რომ ახალი კონსტიტუცია სამოქალაქო თავისუფლებებს ზღუდავს და პრეზიდენტ მორსის მიერ ძალაუფლების უზურპაციას უწყობს ხელს. ისლამისტური კანონმდებლობის გამყარებასთან ერთად ცვლილებებში ქალთა უფლებები არსად არის ნახსენები.
XS
SM
MD
LG