ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიქტატურა და თანამედროვე ტექნოლოგიები


ავტორიტარულ რეჟიმებს პრობლემები ექმნებათ, თუმცა ადაპტაციას მაინც იოლად ახერხებენ

21-ე საუკუნის დასაწყისში რეპრესიას და თავისუფლებას შორის ბრძოლის ფორმები შეიცვალა: ოპოზიციური მოძრაობები თანამედროვე ტექნოლოგიებს თანდათან უფრო მეტად იყენებენ და მათი ბრძოლის მეთოდები აშკარად ნაკლებად ძალადობრივ ხასიათს ატარებს.

თანამედროვე დიქტატორები იძულებული ხდებიან დროს მოერგონ. ადრე მათი მთავარი მიზანი ის იყო, რომ ხალხს იარაღი არ ჩავარდნოდა ხელში. დღეს მთავარი საზრუნავი ინტერნეტის საშუალებით მიტინგების და მარშების ორგანიზებისთვის ხელის შეშლაა.

„რაში მაინტერესესებს, რას ფიქრობ? მთავარია არ გააქტიურდე და წინააღმდეგობაში მონაწილეობა არ მიიღო“ - ამბობს ჟურნალ „სლეიტ მეგაზინის“ რედაქტორი უილიამ დობსონი.

მან ახლახან საინტერესო წიგნი გამოსცა, სახელწოდებით „დიქტატორთა განვითარების დიაგრამა დემოკრატიისთვის გლობალურ ბრძოლაში“. უილიამ დობსონი ვაშინგტონში დიქტატურის და ავტორიტარიზმის თემაზე გამართული კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელიც იყო.

ვიდეო:


დისკუსიაში მონაწილეობას იღებდა სირჯა პოპოვიჩი, ყოფილი სერბული ოპოზიციის ლიდერი, რომელმაც სტუდენტების ოპოზიციური მოძრაობა დააარსა. თანამოაზრეებთან ერთად მის მიერ სერბეთში წამოწყებულ ამბოხს 2000 წელს სლობოდან მილოშევიჩის ხელისუფლების დაამხობა მოჰყვა. სირჯა პოპოვიჩი სერბეთის მაშინდელ ოპოზიციურ მოძრაობას გასულ წელს რუსეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ მოვლენებს ადარებს და ამბობს, რომ მათ ბევრი რამ აქვთ საერთო. უბრალოდ, ახალი ტექნოლოგიების წყალობით, ყველაფერი უფრო სწრაფად და ორგანიზებულად ხდება.

მოძრაობას ძირითადად სტუდენტები და საშუალო კლასის წარმომადგენლები უძღვებიან. ენთუზიაზმი და იუმორი იქაც დიდი დოზითაა. ოპოზიცია საქმეს შემოქმედებითად უდგება და იუმორით სავსე ტაქტიკას იყენებს. ოღონდ გამაოგნებელია ის, თუ რა სისწრაფით სწავლობენ ეს მოძრაობები ერთმეორესგან და სწორედ ეს არის ახალი ტექნოლოგიების დამსახურება. მაგალითისთვის არაბულ სამყაროში და რუსეთში მიმდინარე მოვლენებიც საკმარისია“ - აღნიშნავს სერბი აქტივისტი.

ანალიტიკოსების აზრით, ტექნოლოგიურ მიღწევებს თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმებიც კარგად უღებენ ალღოს. მარკ ლინჩი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ დიქტატორები იგივე ინტერნეტს, სოციალურ მედიას და ტექსტური გზავნილებით კომუნიკაციას თავის სასარგებლოდ და ოპოზიციასთან საბრძოლველად იყენებენ:

ეს გამუდმებული გადაძახილი ჩემთვის 2000 წლის შემდეგ დაწყებული მთელი დეკადისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა. როგორც სხვადასხვა ქვეყნის აქტივისტები სწავლობენ ერთიმეორესგან, ასევე რეჟიმებიც ერთმანეთის მეთოდებს იყენებენ“.

პროფესორი ლინჩი ეგვიპტეში გასულ წელს მომხდარი რევოლუციის და სირიაში ამჟამად მიმდინარე ამბოხის ანალიზს აკეთებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საბოლოო ჯამში ოპოზიციის შემოტევას ალღო აუღო და ძალაუფლების ადაპტირება მოახდინა. მათ კარგად ისწავლეს, რომ ცვლილებებს ყველა აღარ ენდობა და მოსახლეობის დიდი ნაწილი გაურკვეველ მომავალს შიშით უყურებს.

პროცესების მიმდინარეობა ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში შეიცვალა. ხალხში ქაოსის და უწესრიგობის საწინააღმდეგო განწყობები გაჩნდა, რამაც საბოლოოდ რევოლუციები არაპოპულარული გახადა. ბატონი ლინჩის თქმით, ასეთ დროს ყველაზე ეფექტურ საშუალებად არაძალადობრივი მეთოდები რჩება.
XS
SM
MD
LG