ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესი უპრეცედენტო გადაწყვეტილების ზღვარზეა


ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ამერიკაში პრეზიდენტის შემდეგ ყველაზე გავლენიანი თანამდებობაა. ისტორიულად ის ამერიკის პოლიტიკური ცხოვრების გიგანტებს ეკავათ. გასულ კვირას, კევინ მაკარტიმ, რომელიც სპიკერ ჯონ ბეინერის ყველაზე პერსპექტიული შემცვლელი იყო, კონკურსიდან საკუთარი კანდიდატურა მოულოდნელად მოხსნა. კონგრესში სპიკერობის კანდიდატის შერჩევა ამის გამო ერთი კვირით გადაიდო.

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯეისონ შაფეცის თქმით, კონგრესს "ახალი სტარტი" სჭირდება. შაფეცს კონგრესის სპიკერობა სურს:

"მე სამართლიანთან ერთად, ისეთი ადამიანის რეპუტაცია მოვიპოვე, რომელიც მთელი პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს უსმენს. სპიკერის როლი სინამდვილეში კონსტიტუციური მოხელეობაა, რომელიც სამართლიან და გაწონასწორებულ პროცესს უზრუნველყოფს.“

რესპუბლიკური პარტიის უხუცესი წევრები უპირატესობას კონგრესმენს და 2012 წლის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ პოლ რაიანს ანიჭებენ, მაგრამ რაიანი ამბობს, რომ მას სპიკერობა არ სურს.

რაიანი და შაფეცი ფისკალური კონსერვატორები და მთავრობის ზომის შემცირების იდეის ერთგულნი არიან. მაგრამ არცერთი არ არის საკმაოდ რადიკალური იმისთვის, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას წინააღმდეგ ტოტალური პოლიტიკური ომი აწარმოოს, რასაც წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელთა ერთი ჯგუფი ითხოვს. ისტაბლიშმენტსა და ულტრა-კონსერვატორებს შორის არსებული გათიშულობა კაპიტოლიუმში მიმდინარე ქაოსის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

ყველა მხარისთვის მისაღები კანდიდატი თუ არ გამოჩნდა, ზოგიერთი კონგრესმენი უპრეცედენტო ნაბიჯის გადადგმის წინადადებით გამოდის - აირჩიონ შუალედური ან დროებითი სპიკერი, რომელიც არ არის აუცილებელი კონგრესის ახლანდელი წევრი იყოს. ვინ ვებერი, ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი ამბობს:

„ვფიქრობ, მათ დრო უნდა მოიგონ და გაარკვიონ ახლანდელი წევრებიდან, ან თუნდაც გარედან ერთი წლის განმავლობაში ვინ შეძლებს ამ სამუშაოს შესრულებას და რესპუბლიკელებისთვის საქმეში გასარკვევი დროის მიცემას.“

დემოკრატები და თეთრი სახლი ამ დრამას შორიდან უყურებენ. თეთრი სახლის პრეს მდივანი ჯოშ ერნესტი ამბობს:

„არის კონსერვატორ რესპუბლიკელ პოლიტიკოსთა მცირე ჯგუფი, რომელიც საკუთარ ექსტრემალურ იდეოლოგიას ყველაფერზე წინ აყენებს.“

კრიზისის დაძლევამდე, სპიკერ ბეინერს გადადგომის გადავადების გარდა არაფერი დარჩენია.

XS
SM
MD
LG