ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013

ახალი ამბები

ჯეიმს ჰოლმსი სასამართლოს წინაშე წარსდგა

ჯეიმს ჰოლმსი სასამართლოზე ბალისტიკური ჟილეტით მიიყვანესჯეიმს ჰოლმსი სასამართლოზე ბალისტიკური ჟილეტით მიიყვანეს
x
ჯეიმს ჰოლმსი სასამართლოზე ბალისტიკური ჟილეტით მიიყვანეს
ჯეიმს ჰოლმსი სასამართლოზე ბალისტიკური ჟილეტით მიიყვანეს
ტექსტის ზომა - +
კოლორადოს შტატის ქალაქ ავრორაში კინოთეატრში მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჯეიმს ჰოლმსი დღეს სასამართლოს წინაშე პირველად წარსდგა. ფილმის „ბნელი რაინდის აღზევება“ პრემიერაზე ჰოლმსმა 12 ადამიანი მოკლა და 58 დაჭრა. ინციდენტის გამოძიება გრძელდება.

ჰოლმსი პარასკევის შემდეგ სხვა პატიმრებისგან იზოლირებულ წინასწარი დაკავების საკანშია მოთავსებული. ის პოლიციამ ინციდენტის ადგილზე, კონოთეატრის ავტოფარეხში დააკავა.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეხვდა. მისი თქმით:
„მე მათ ვუთხარი, რომ სიტყვები ყოველთვის არა-ადექვატურია ასეთ სიტუაციებში. მაგრამ მათთან შეხვედრისას, ჩემი  დანიშნულება ის იყო, რომ მთელი ქვეყნის სახელით მათთვის მეთქვა, რომ ჩვენ მათზე ვფიქრობთ და ასეთი თანადგომით იქნებ სევდა ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ.“
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.