ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013

ახალი ამბები

ჰილარი კლინტონი ლავროვს პეტერბურგში ხვდება

შაბათს მსოფლიო ლიდერები ჟენევაში შეხვდებიან ერთმანეთს

x
ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა
სირიის საკითხში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის წინ, დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი რუს კოლეგას პეტერბურგში ხვდება.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელი სირიაში გარდამავალი გეგმის შესახებ იმსჯელებს და უთანხმოებების დარეგულირებას შეეცდება.

შაბათს, მსოფლიო ლიდერები ჟენევაში გეგმავენ შეხვედრას, რომლის ჩატარება გაეროს საგანგებო ელჩმა სირიაში კოფი ანანმა მოითხოვა. ანანის მიზანია, მსოფლიოს სახელმწიფოები სირიის კონფლიქტიდან გამოსავლის შესახებ ჩამოყალიბდნენ. როგორც დიპლომატიური წყაროები წინასწარმეტყველებენ, ანანი სირიის თანხმობის მთავრობის შექმნის ინიციატივით გამოვა. 

ანანის გეგმის თანახმად, თანხმობის  მთავრობიდან სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის გათიშვა არ მოხდება, მაგრამ იმავდროულად იმ პირების მონაწილეობის აკრძალვას შეეცდება, რომლებსაც ქვეყნის სტაბილურობისთვის ხელის შეშლა შეუძლია.

ლავროვმა წარსულში განაცხადა, რომ კრიზისიდან გამოსავალი თავად სირიელმა ხალხმა უნდა მოძებნოს. რუსი დიპლომატის ხაზგასმით, რუსეთი მხარს არ დაუჭერს გარე ძალების ჩარევას.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.