ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონის დამატებითი ელექტრონული მიმოწერა გასაჯაროვდა


სახელმწიფო დეპარტამენტმა კლინტონის ელექტრონული მიმოწერის კიდევ 7000 გვერდი გამოაქვეყნა

სახელმწიფო დეპარტამენტმა პრეზიდენტობის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის ელექტრონული მიმოწერის კიდევ 7000 გვერდი გამოაქვეყნა. მიღებული და გაგზავნილი წერილები კლინტონის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს მოიცავს.

ჰილარი კლინტონის მიერ ელექტრონული ფოსტის პირადი ანგარიშის გამოყენებამ, სახელმწიფო ანგარიშის ნაცვლად, მის საპრეზიდენტო კამპანიაზე როგორც ჩანს უარყოფითად იმოქმედა. ის პირადი ელექტრონული ფოსტით საიდუმლო ინფორმაციის გაგზავნას უარყოფს. არაერთი ამომრჩეველი კი თვლის რომ მოცემულ ვითარებაში კლინტონი ბოლომდე გულწრფელიარ არის.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარკ ტონერი აცხადებს, დაახლოებით 150 წერილი გადაკვალიფიცირდა საიდუმლოდ, მას შემდეგ რაც ის სადაზვერვო სამსახურის ინსპექციამ გადაამოწმა. მან ასევე დასძინა, რომ არცერთი მათგანი არ წარმოადგენდა გრიფით საიდუმლო დოკუმენტს იმ მომენტში როდესაც ისინი კლინტონმა გააგზავნა ან მიიღო ელექტრონული ფოსტით.

XS
SM
MD
LG