ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქრის ქრისტი - პრეზიდენტობის მსურველი მეთოთხმეტე რესპუბლიკელი


ნიუ ჯერსის გუბერნატორი ქრის ქრისტი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რესპუბლიკურ მარათონს უერთდება.

2009 წელს ქრისტი დემოკრატიული შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორი გახდა და ქვეყნის მასშტაბით ყურადღება ადგილობრივ მოსახლეობასთან და მედიასთან უხეში, კონფრონტაციული ურთიერთობებით მიიპრყო. 2013 წელს ის ხელახლა აირჩიეს.

ქრისტის სახელს უკავშირდება, ეგრეთწოდებული, ბრიჯგეიტის სკანდალი. მისმა სამმა თანაშემწემ ქალაქის დატვირთული ხიდი ნახევრად გადაკეტა ქალაქის მერთან ანგარიშის გასწორების მიზნით, რომელიც ქრისტის სარჩევნო კანდიდატურას არ უჭერდა მხარს. ამ საკნდალმა მისი ბევრი მხარდამჭერი და სავარაუდო დონორი დააფრთხო.

ქრისტი რეპსუბლიკური პარტიიდან მეთოთხმეტე კანდიდატია. კანდიდატებს შორის არიან ჯებ ბუში, მილიარდერი დონალდ ტრამპი, სენატორები მარკო რუბიო, რენდ პოლი და ტედ კრუზი.

XS
SM
MD
LG