ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანზასის შტატში მკვლელი ამოიცნეს


ეჭვმიტანილი დიდი ხნის თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრე -ფრეიზერ გლენ ქროსი- სასამართლოში დღეს უნდა გამოცხადდეს

კანზასის შტატის ქალაქ ოვერლენდ პარკში სამი ადამიანის მკვლელი ამოიცნეს. ეჭვმიტანილი დიდი ხნის თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრე -ფრეიზერ გლენ ქროსი- სასამართლოში დღეს უნდა გამოცხადდეს. მას ბრალი ებრაელთა საზოგადოებრივი ცენტრის წინ კვირას ჩადენილ წინასწარ განზრახულ მკვლელობაში ედება.

პოლიციის განცხადებით, 73 წლის ეჭვმიტანილმა მანქანის სადგომზე ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი და მოზარდი ყმაწვილი მოკლა. ვიდრე დააპატიმრებდნენ, მანქანით მიმავალმა, იქვე მდებარე პენსიონერთა სამოსახლოში კიდევ ერთი ქალის მოკვლა მოასწრო.
XS
SM
MD
LG