ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2013

ახალი ამბები

ბულგარეთმა ტერორიზმში ეჭვმიტანილის ვიდეო გაავრცელა

ეჭვმიტანილი ტერორისტი ჩვეულებრივი ტურისტისგან არაფრით განსხვავდებოდა

x
ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა

ბულგარეთმა გაავრცელა ვიდო, რომელშიც  ისრაელის ტურისტული ავტობუსის აფეთქებაში ეჭვმიტანილი  მამაკაცი მოჩანს.

ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცევან ცვეტანოვის განცხადებით, ეჭვმიტანილი ტერორისტი ჩვეულებრივი ტურისტისგან არაფრით განსხვავდებოდა -მოკლე შარვალი ეცვა და ზურგჩანთა ეკიდა. ეჭვმიტანილს თან ყალბი ამერიკული მართვის მოწმობაც ჰქონდა.

ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ამ დრომდე არავის აუღია. აფეთქებას ესმხვერპლა შვიდი ადამიანი, 5 ისრაელის მოქალაქე, ავტობუსის მძღოლი და თავად ტერორისტი. დაიჭრა 30-მდე მგზავრი. 

ისრაელის მთავრობა მომხდარში  შიიტ მუსლიმთა დაჯგუფებას-ჰეზბოლას ასახელებს. თეირანმა ბრალდება უარყო. ხუთშაბათს გაეროს უშიშროების საბჭომ  გაავრცელა განცხადება, რომელშიც მკაცრად დაგმო ტერორისტული აქტი.




 

კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.