შაბათი, 25 მაისი, 2013

ახალი ამბები

ბრიტანეთის ეკონომიკა კვლავ რეცესიას უბრუნდება

ტექსტის ზომა - +

დიდ ბრიტანეთის ეკონომიკა კვლავ რეცესიაში იმყოფება. ეროვნული სტატისტიკის სამმართველოს ცნობით ქვეყნის ეკონომიკა წლის პირველი სამი თვის მანძილზე პროცენტის ორი მეათედით შემჭიდროვდა. 2011 წლის უკანასკნელ 3 თვეში ეკონომიკის შემცირებამ ოდნავ მეტი, პროცენტის 3/10 შეადგინა. ქვეყნის ეკონომიკა რეცესიის ფაზაში გადადის, თუკი ნეგატიური ზრდა ზედიზედ ორი  კვარტლის განმავლობაში გრძელდება.

ცნობას დიდ ბრიტანეთში რეცესიის დაწყების შესახებ წინ უსწრებდა საბერძნეთის ცენტრალური ბანკის მმართველის განცხადება იმის შესახებ, რომ ქვეყნის ეკონომიკა იმაზე მეტად მცირდება, ვიდრე ამას ექსპერტები ვარაუდობდნენ. დღეს ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ, მარიო დრაგიმ ევროპული ქვეყნების ლიდერებს მიმართა და მოუწოდა ყველა ღონე იხმარონ იმისთვის, რომ ევროზონაში ფისკალური სტაბილურობა შენარჩუნდეს.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013

ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013 გადაცემაში ნახავთ: -სტუმარი: მაიკლ ჩეჩირე, ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტიდან, რომელიც საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს -გამანადგურებელი ტორნადო ამერიკაში და სტიქიის შედეგები -"ფლამენკოს" ხელოვნება ლოს ანჯელესში -ნიუ იორკში ფრანგი მხატვარი ახალ აწყობს


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.