ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013

აშშ

ასანჟი - სკანდალის გმირი

ბრიტანეთს და ეკვადორს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დაიძაბა

x
ტექსტის ზომა - +
პარასკევს ვაშინგტონში ლათინური ამერიკის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ. მათი ვიზიტის მიზანი სკანდალური ვებ-გვერდის ვიკილიქსის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის გარშემო განვითარებული მოვლენების განხილვაა. როგორც ცნობილია, უკვე ორი თვეა ის ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს. ეკვადრომა მას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა, თუმცა ბრიტანეთის მთავრობა ასანჟის ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევს. ლონდონმა ნათლად განაცხადა, რომ თუ ასანჟი ეკვადორის საელჩოს ტერიტორიას დატოვებს, მას დააპატიმრებენ. ამ ამბის დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სელა ჰენესი ლონდონიდან არკვევდა.
გასულ კვირას ბრიტანეთმა ეკვადორს წერილობით მიმარტა, სადაც  ნათქვამია, რომ ლონდონმა შესაძლოა გამოიყენოს 1987 წლის აქტი, რომლის საფუძველზეც ასანჟის საელჩოს შიგნით დააპატიმრებენ. ეკვადორმა ამ წერილს მუქარა უწოდა. თავის მხრივ  ლონდონმა ეს ბრალდება უარყო.
შექმნილმა ვითარებამ ბრიტანეთს და ეკვადორს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დაძაბა. ეკვადორის საელჩოსთან დემონსტრაცია მიმდინარეობს. აქ შეკრებილები, 24 საათის განმავლობაში ფხიზლობენ, რათა ასანჟის საელჩოდან ძალით გამოყვანას ხელი შეუშალონ. ერთერთი დემონსტრანტი ამერიკის ხმას ესაუბრა.
„ჩვენ ძალიან გვაშფოთებს, რომ დიდი ბრიტანეთიდან მისი ექსტრადიცია სურთ. მისი აქ ყოფნა ასანჟის უფლებაა და ეკვადორის ხელისუფლებას შეუძლია მას ეს მიანიჭოს,“ -ამბობს ასანჟის მომხრე.
ასანჟმა ლონდონში ეკვადორის საელჩოს თავი ორი თვის წინ შეაფარა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. მას სურდა თავიდან აერიდებინა შვედეთში მისი ექსტრადირება, სადაც გაუპატიურების და სექსუალური ძალადობის ბრალდებით ელის სასამართლო. ასანჟი აცხადებს, რომ შვედეთში მისი ექსტრადირების შემთხვევაში, მას შეერთებულ შტატებს გადასცემენ, სადაც მას უკვე თავის ვებ-გვერდთან -  ვიკილიქსთან დაკავშირებით ელის სასამართლო. როგორც ცნობილია, სწორედ ამ ვებგვერდის საშუალებით ხდებოდა ათასობით ამერიკული საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნება. ლონდონელი ადვოკატი ანანდ დუბეი ამერიკის ხმას  იმ იურიდიულ დეტალებზე ესაუბრა, რომლის გამოყენებითაც ბრიტანელებს ეკვადორის საელჩოდან ასანჟის ძალით გამოყვანა შეუძლიათ.
„ბრიტანული კანონმდებლობის თანახმად, თუკი საელჩოს უკანონო მიზეზით იყენებ, ან საელჩოს შიგნით იმყოფება ვინმე შეიარაღებული პირი, რომელიც ხალხს საელჩოდან ესვრის. მაშინ ეს არ ჩაითვლება საელჩოში ყოფნის დაშვებულ საბააბდ. ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთს ეძლევა უფლება  არ განიხილოს ის ადგილი საელჩოს ტერიტორიად, სადაც ადამიანი აკეთებს რაიმე ისეთს, რაც აკრძალულია საერთაშორისო სამართლით, “ - ამბობს დუბეი. მისი თქმით, ბრიტანეთს საელჩოში შეჭრა მხოლოდ იმ შემთხვევაშო შეეძლება, თუკი ამის უფლებას საერთაშორისო სამართალი მიცემს.
ეკვადორის ხელისუფლება აცხადებს, რომ ასანჟის საელჩოში დარჩენა იქამდე შეუძლია, სადამდეც მოსურვებს.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.