ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაზილიაში ოლიმპიადას საფრთხე ექმნება


რიო დე ჟანეიროში წყალში კანალიზაციის ნარჩენების გამო გავრცელებული ვირუსების და ბაქტერიების სახიფათოდ მაღალი დონე აღინიშნება, რაც ოლიმპიადის ჩატარებას რისკის ქვეშ აყენებს.

ბრაზილიის საკურორტო ქალაქ რიო დე ჟანეიროში წყლის ხარისხი 2016 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩასატარებლად არადამაკმაყოფილებელია. წყალში კანალიზაციის ნარჩენების გამო გავრცელებული ვირუსების და ბაქტერიების სახიფათოდ მაღალი დონე აღინიშნება - ნათქვამია საინფორმაციო სააგენტო ასოშეიტედ პრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სააგენტოს ცნობით, რიოში სავარჯიშოდ ჩასული სპორცმენების ნაწილი უკვე ავად გახდა, მათ მაღალი სიცხეები, პირღებინება და ფაღარათი დაეწყოთ.

წყლის სპორტის სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობას 10 ათასი სპორტსმენიდან სულ ცოტა 1400 მიიღებს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომას ბაჰი აცხადებს, რომ ეს ფაქტი მომავალ წელს დაგეგმილი ოლიმპიური თამაშებისთვის მთავარ გამოწვევად რჩება. კუალა ლუმპურში ოლიმპიური საბჭოს სხდომის დასრულებისთანავე ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ტომას ბაჰმა აღნიშნა, რომ გამწმენდი სამუშაოები დაწყებულია და მომავალი წლის ჩათვლით, ოლიმპიადის განმავლობაშიც გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG