ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრაგმენტი უფრო მალაიზიური თვითმფრინავის ნაწილია


მარტინ დოლანმა, ავსტრალიის ტრანსპორტის უსაფრთხოების ბიუროს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ გამომძიებლები თანდათან რწმუნდებიან იმაში, რომ დაკარგული თვითმფრინავის ნაწილი იპოვეს.

ავსტრალიელი გამომძიებლები თანდათან რწმუნდებიან იმაში, რომ რეიუნიონის კუნძულზე ნაპოვნი ფრთის ფრაგმენტი დაკარგული მალაიზიური თვითმფრინავის ნაწილია. მარტინ დოლანმა, ავსტრალიის ტრანსპორტის უსაფრთხოების ბიუროს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ექსპერტიზისგან დღის განმავლობაში, სავარაუდოდ რამდენიმე საათში, ისინი დადებით პასუხს ელიან.

MH-370 რადარებიდან 2014 წლის მარტში გაუჩინარდა. ბოინგ-777-ის ბორტზე მაშინ 239 ადამიანი იმყოფებოდა. ორმეტრიანი ფრაგმენტი, რომელიც ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულის ნაპირზე იპოვეს, საფრანგეთში შემდგომი გამოძიების ჩატარების მიზნით გადააგზავნეს. მადაგასკარის აღმოსავლეთით მდებარე რეიუნიონის კუნძული დაახლოებით 3 500 კილომეტრითაა დაცილებული იმ ადგილს, სადაც ბოინგის ბოლო ადგილმდებარეობა დაფიქსირდა.

XS
SM
MD
LG