შაბათი, 19 აპრილი, 2014

აშშ

წიგნი ოსამა ბინ ლადენზე

წიგნის ავტორი აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმის წევრია

x
ტექსტის ზომა - +
ოსამა ბინ ლადენის მკვლელობის აღმსრულებელი სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა დაწერა წიგნი, რომელიც საგანგებო ოპერაციის დეტალებს ამჟღავნებს.  პუბლიკაცია ამერიკის ოფიციალურ წრეებში უკვე ბადებს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად ხდება აღნიშნულ წიგნში კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვა. 
  წიგნი, რომელიც 2012 წლის 11 სექტემბერს გამოვა გაყიდვაში, ამერიკული გამომცემლობის “დატონის” მიერ იბეჭდება.  ავტორმა, სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა, ფიქტიური ფსევდონიმი -მარკ ოუენი შეარჩია და წიგნი ჟურნალისტ კევინ მაუერთან თანამშრომლობით დაწერა.  როგორც ავტორი ამბობს, დროა სიმართლე ითქვას გასულ წელს განხორციელებული რეიდის შესახებ, რომელმაც ოსამა ბინ ლადენის განეიტრალება შეძლო. 
პენტაგონისა და ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ არ ქონიათ საშუალება შეეფასებინათ შევიდა თუ არა ამ წიგნში კონფიდენციალური დოკუმენტაცია.  ცნობისთვის, ამერიკის ყოფილი სამხედრო და სადაზვერვო ოფიცრები ვალდებულნი არიან ყოფილ დამსაქმებლებს წიგნის გამოქვეყნებამდე აცნობონ თავიანთი გეგმების შესახებ.
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, მოსაზრება პირველმა გამოთქვათ.
Your JavaScript is turned off or you have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 18 აპრილი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: ჰოლივუდში აუქციონზე მერლინ მონროს საყურეებია გატანილი; მომავლის მანქანები - შესაძლებელია თუ არა, რომ ავტომანქანებმა საკუთარი თავი მძღოლის გარეშე მართონ? ვიზუალური ეფექტების ინდუსტრია იმდენად ვითარდება, რომ მალე მან შეიძლება კინოინდუსტრია ძირეულად შეცვალოს...


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 11 აპრილი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: ვაშინგტონიდან დანახული სამართლიანობის აღდგენის პროცესი საქართველოში; როგორი იქნება მომავლის თვითმფრინავი? სონორას უნიკალური მუზეუმი, რომელიც დამთვალიერებელს უდაბნოს გაცნობის საშუალებას აძლევს...


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 5 აპრილი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: რა კავშირია ლონდონის ეკონომიკასა და რუს ოლიგარქებს შორის? ამერიკელების რეკორდული რაოდენობა საცხოვრებლად ქალაქებში გადადის და მანქანის ნაცვლად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს... ინდუსტია, რომელმაც შარშან ამერიკაში ორი მილიარდი დოლარის ოდენობის საქონელი გაყიდა...

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.