ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი საქართველოს სუვერენიტეტს და რუსეთის მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანებას უჭერს მხარს


ბაიდენი საქართველოს სუვერენიტეტს და რუსეთის მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანებას უჭერს მხარს
ბაიდენი საქართველოს სუვერენიტეტს და რუსეთის მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანებას უჭერს მხარს

ამერიკა მხარს უჭერს მოლაპარაკებას რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც რუსეთის მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანებას ისახავს მიზნად

ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს რომში იტალიის გაერთიანების 150-ე იუბილეზე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. მათ საქართველო-ამერიკის უსაფრთხოების საერთო ინტერესებზე და საქართველოში დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. ვიცე პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ვიცე პრეზიდენტმა ბაიდენმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სააკაშვილს ავღანეთში დამატებითი კონგინგენტის გაგზავნისთვის. დამატებითი ჯარისკაცების ავღანეთში ჩასვლის შემდეგ, საქართველოს არა-ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის, ავღანეთის საერთაშორისო დახმარების ძალებში, საქართველოს ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობა ექნება.

პრეზიდენტ სააკაშვილთან საუბრისას, ვიცე პრაზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა მხარს უჭერს შვედეთის მთავრობის მიერ ინიცირებულ მოლაპარაკებას რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც რუსეთის მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანებას ისახავს მიზნად.

XS
SM
MD
LG