ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი მედიის ყურადღების ცენტრში


ინტერესი ჯო ბაიდენის მიმართ მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშკარა გახდა, რომ ჰილარი კლინტონს დემოკრატთა შორის არასაკმარისი მხარდაჭერა აქვს.

ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო მარათონში სავარაუდო ჩართვის თემის მიმართ ყურადღება იზრდება. ნაციონალურ არხებზე, ბეჭდურ, თუ ელექტრონულ მედიაში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის სახე სულ უფრო და უფრო ხშირად ჩანს. მისდამი ინტერესმა განსაკუთრებით მას შემდეგ იმატა, რაც აშკარა გახდა, რომ ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დემოკრატიულ პარტიაში არასაკმარისი პოპულარობით და მხარდაჭერით სარგებლობს.

განსაკუთრებული ინტენსივობით შუქდებოდა ჯო ბაიდენის გუშინდელი ვიზიტი ფლორიდაში, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შტატში. ვიცე-პრეზიდენტი სიტყვით მაიამი-დეიდის კოლეჯში გამოვიდა, სადაც მან ყურადღება ძირითადად უმაღლესი განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ჯო ბაიდენმა ასევე ისაუბრა ეკონომიკური თანასწორობის საკითხებზე, კერძოდ - საშუალო კლასის ამერიკელებზე და მათთვის აქტუალურ პრობლემებზე.


XS
SM
MD
LG