ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაბრიელ გარსია მარკესი უკანასკნელ გზაზე გააცილეს


მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენა ნიეტომ და კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა „მარტოობის ასი წლის“ ავტორს პატივი მიაგეს

გუშინ, მეხიკოში გამართულ პანაშვიდზე, კოლუმბიური წარმოშობის მწერალს, გაბრიელ გარსია მარკესს თაყვანისმცემლებმა უკანასკნელი პატივი მიაგეს.

ნატიფი ხელოვნების სასახლესთან, ნობელის პრემიის ლაურეატის ფერფლის ურნისთვის თვალი შესავლებად ათასობით ადამიანი იდგა რიგში. მუსიკალური ტრიო გაბრიელ გარსია მარკესის მშობლიური კოლუმბიის, ხალხურ ვალენატო მუსიკას უკრავდა. სასახლე, მწერლის საყვარელი ყვითელი ვარდებით იყო მორთული.

პანაშვიდის შემდეგ, მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენა ნიეტომ და კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა „მარტოობის ასი წლის“ ავტორს პატივი მიაგეს.
XS
SM
MD
LG