პარასკევი, 19 დეკემბერი, 2014

საქართველო

ბაგრატი - მსოფლიო კულტურული საგანძური აღარ არის?!

როგორი მომავალი ელის ბაგრატის ტაძარს?

ქუთაისი, ბაგრატის ტაძარიქუთაისი, ბაგრატის ტაძარი
x
ქუთაისი, ბაგრატის ტაძარი
ქუთაისი, ბაგრატის ტაძარი
რა შეფასებას მისცემს იუნესკო „ახალ ბაგრატს“, რომელზეც ლიფტიც მონტაჟდება
 

ბაგრატის ხელახლა აშენებული ტაძარი, რომლის საზეიმო გახსნაც ქუთაისში შემოდგომისთვისაა დაგეგმილი, ახალი გუმბათის დადგმის შემდეგ სიმაღლეში „გაიზარდა“.  

ახლა საკუთრივ ტაძრის სიმაღლე 40 მეტრია, ჯვრის დადგმის შემდეგ კი, ბაგრატის სიმაღლე 45-47 მეტრს მიაღწევს. ასევე ცნობილია, რომ ტაძარი სპილენძით გადაიხურება, ახალი გუმბათის, სარკმლებისა და ორმანეტების მოპირკეთება ქვით   მიმდინარეობს.

ბაგრატის ხელახლა აშენების იდეა პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის, 2008 წელს, სააკაშვილმა მეორე საპრეზიდენტო ფიცის ცერემონიალისთვის სწორედ ბაგრატი შეარჩია. მკაცრად განსაზღვრულია, რომ ბაგრატის ხელახლა აშენებაც სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადაში უნდა დასრულდეს. 

ქუთაისის სიონის ფონდის აღმსარულებელი დირექტორი ზურაბ ქაჯაია ირწმუნება, რომ ტაძარი პირვანდელი ბრწყინვალებით აღდგება და მხოლოდ ერთი თანამედროვე ელემენტი დაემატება - ლიფტი

„ფაქტიურად, ძირითადში იქნება ისე, როგორც პირვანდელი ბრწყინვალებით იყო, ზოგიერთი ნიუანსები ექნება თვითონ იუნესკოს მიერ შეტანილი. ლიფტი გაკეთდება, რომელსაც ის დატვირთვა ექნება, რომ ზემოთ სადაც რიტუალები მიმდინარეობს იქ ლიფტით მოხდეს ასვლა. 24 მეტრია მანდ სიმაღლე. თანამედროვეობამმოიტანა ეს ამბავი და მეათე საუკუნეში რო ყოფილიყო ლიტფები, მაშინაც გაკეთდებოდა, ვინაიდან ეს აუცილებელი ატრიბუტია დღეს.“

ისტორიული წყაროების მიხედვით, ბაგრატის გენიალური ტაძარი, რომელიც გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ მესამემ მეათე საუკუნეში ააგო, მე-17 საუკუნის ბოლომდე, უვნებლად იდგა.

ცნობილი ქართველი ისტორიკოსის ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, 1692 წელს ბაგრატი თურქებმა ააფეთქეს, გაძარცვეს და იარაღის საწყობად გადააკეთეს. 1770 წელს ბაგრატიდან თურქები იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა განდევნა, თუმცა ბრძოლების შედეგად ბაგრატი კიდევ უფრო დაზიანდა.

1775 წელს მეფე სოლომონმა ტაძრის სამხრეთ კარიბჭე აღადგინა.  ბაგრატის პირვანდელი სახე არცერთმა ისტორიულმა დოკუმენტმა არ შემოგვინახა (ყველაზე გვიანდელი ჩანახატები რუს მხატვარ ჩერვენცოვს მე-19 საუკუნის 30-იან წლებში აქვს გაკეთებული - ზ.წ), ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი რომ 1952 წელს ცნობილმა ქართველმა რესტავრატორმა გიორგი ცინცაძემ ტაძარს არა რესტავრაცია, არამედ კონსერვაცია ჩაუტარა.

1994 წლიდან ბაგრატის ნანგრევები გელათთან ერთად იუნესკომ მსოფლიო კულტურული საგანძურის სიაში შეიყვანა. 2009 წლიდან კი როცა, ბაგრატის რეკონსტრუქცია, არქიტექტორ ივანე გრემელაშვილის პროექტით დაიწყო, იუნესკომ ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში გადაიყვანა და რეკონსტრუქციის შეჩერება მოითხოვა.

ქართულმა მხარემ, კულტურის სამინისტროსა და საპატრიაქროს ჩათვლით, რეკონსტრუქცია მაინც გააგრძელა.ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია იმ სპეციალისტების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველომ ბაგრატის ტაძარი უკვე დაკარგა

„რანაირადაც ზუსტად არ უნდა მიზდევდე იმ ფორმებს მაინც ეტყობა ხელოვნურობა, ეს ის ორგანიზმი არ იქნება! შეუძლებელია ზუსტად იმის აღდგენა! დავუშვათ არის ანტიკური ქანდაკებები, ცხვირი მომტვრეული აქვს, აირე და მიაწებე ის ცხვირი..რატომ არ აწებებენ არსად?! ეს ხელოვნურობა ბაგრასტ უკვე ეტყობა, ეს არ იქნება ბაგრატის ტაძარი ეს იქნება მიშას ტაძარი! მაგის ამბიციას კიდე ტაძართმშენებლობა სჭირდება. კლავენ, არაჩვეულებრივ მეფე ბაგრატ მესამის კათედრალს.“

ბაგრატის რესტავრაციის მომხრენი, მათ შორის კულტურის მინისტრი ამტკიცებს, რომ იუნესკოსთან ყველა პრობლემა მოგვარებულია და ბაგრატს მსოფლიო კულტურული საგანძურის სიიდან ამოღება არ ემუქრება. ამავე დროს, ნიკა რურუა ამბობს, რომ იუნესკო მიმდინარე რეკოსტრუქციის 2014 წლამდე შეჩერებას ითხოვს, რაც ოფიციალური თბილისისთვის მიუღებელია.  საერთა­შო­რი­სო ორგანიზაციის ძეგ­ლე­ბი­სა და ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლე­ბის საბ­ჭოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტის ხელმძღვანელი ნატო ცინცაბაძე ამბობს

„თუ ის პროექტი, რომელიც ეხლა ხორციელედება შეთანხმებულია მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტთან.. აქ ორი ვარიანტია, არის ეს პროექტი შეთანხმებული ან არ არის.. მაშინ მემკვიდრეობის ცენტრს მოუწევს მოძებნოს ფორმულირება რომ მოთხოვოს ქვეყანას, რომ გაკეთდეს ახალი დასაბუთება - ბატრატის გამორჩეული უნივერსალური ღირებულებისა.

ვინაიდან, ბაგრატი თავის დროზე, იუნესკოს სიაში შევიდა როგორც ქართული არქიტექტურის გამორჩეული ნიმუში. დღეს ის ამ ტიპოლოგიას და დასაბუთებას ვეღარ აკმაყოფილებს. ამიტომ უნდა მოხდეს მისი ფასეულობის ახალი დასაბუთება. აი ამ პროცედურის დროს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი დატოვებს ბაგრატს სიაში თუ ამოიღებს ეს ძნელი სათქმელია.“  


რატომ არ იქნა ბაგრატის რესტავრაციის ყველა დეტალი თავიდანვე იუნესკოსთან შეთანხმებული? რატომ მოხდა იუნესკოს წარმომადგენლის ჩართვა პროექტში მხოლოდ რესტავრაციის ბოლო ეტაპზე? რატომ დაეთანხმა  ძეგლის ამჟამინდელი მფლობელი საქართველოს საპატრიაქრო ბაგრატის ავთენტურობის დარღვევას? რატომ დამტკიცდა პროექტი, რომელმაც გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო - ბაგრატი ჩვეულებრივი რკინა-ბეტონით ჩაანაცვლა?! ეს კითხვები დღემდე უპასუხოდ რჩება.
 
 
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების დალაგება
კომენტარები
     
მიერ (by): ანონიმი
06.07.2012 18:22
ლიფტიანი ტაძარი თუ საჭიროა, ავაშენოთ, ბაგრატის ტაძარი რა შუაშია? ის ხომ წარსულის მემატიანეა და არა ჩვეულებრივი შენობა. არავისგან მიკვირს, მხოლოდ კულტურის მინისტრისა და ხელოვნებათმცოდნეების გულგრილობა მაოცებს...


მიერ (by): საბა სურათიდან მიუთითეთ კოდი: თბილისი
15.06.2012 09:35
აი ახლა შესაძლებელი ხდება ქართულ ხუროთმოძღვრებას ხაზი გადავუსვათ. ისე სომხური არქიტექტურა უფრო ფასეული არ არის?!

პასუხად

მიერ (by): ბესო გოცირიძე სურათიდან მიუთითეთ კოდი: თბილისი
18.06.2012 21:48
შუშებში რომ გააკეთონ რამე ახალი ტაძარი კიდე ხო მაგრამ ბაგრატის ეგრე იაფ ფასიანად გადაკეთებას.... ნუ რავი არქიტექტორიც მეცოდება რამდენს იღებს თავის თავზე )))))

No records found for this widget:3211

Your JavaScript is turned off or you have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს

ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 დეკემბერი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: საწვავზე ფასები დრამატულად დავარდა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამ პროცესმა შეიძლება ეკონომიკას დიდი უარყოფითი შედეგები მოუტანოს; ბულინგი სკოლებში დიდ პრობლემას წარმოადგენს. მერილენდის ერთ-ერთმა სკოლამ ძალადობის ამ ფორმის წინააღმდეგ უნიკალური პროგრამა შეიმუშავა...


ვიდეო ვაშინგტონი დღეს

ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

 
Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.