შაბათი, 29 ნოემბერი, 2014

დანარჩენი მსოფლიო

ბირმელი დისიდენტის ლექცია

ბირმელი დისიდენტის ლექცია
ბირმელი დისიდენტის ლექცია

ბირმელმა დემოკრატმა აუნგ სან სუ ჩიმ ბრიტანული მაუწყებლობით ღია ეთერში ლექცია გამართა. მან არაბული გაზაფხულის მოვლენები საკუთარ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს შეადარა. ბრიტანული მაუწყებლის „ბიბისის“ ცნობით, ეს იყო პირველი ლექცია, რომელიც ბირმაში საიდუმლოდ ჩაწერეს და ბრიტანეთში გადააგზავნეს, ხოლო შემდეგ კი ეთერში გაუშვეს. მეორე ლექციის გაშვება „ბიბისის“ ეთერით 5 ივლისს მოხდება. დღეს გადაცემული ლექციის თემა და სათაური იყო თავისუფლება. აუნგ სან სუ ჩის თქმით, არსებობს პარალელები ტუნისში დეკემბრის მოვლენებსა და 1988 წელს ბირმელი სტუდენტების მკველელობას შორის. ნობელის პრემიის ლაუარეატის განცხადებით, არაბული გაზაფხული ბირმელებისთვის ახალი შთაგონების წყარო უნდა გახდეს. მისი თქმით, ბირმელი ხალხი შურით შესცქერის ტუნისელებს და ეგვიპტელებს, რომლებმაც ცვლილებები ასე სწრაფად და მშვიდობიანად შეძლეს. მეორე ლექციის თემა აზრთა სხვადასხვაობა იქნება.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, მოსაზრება პირველმა გამოთქვათ.

No records found for this widget:3211

Your JavaScript is turned off or you have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 30 ნოემბერი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: ბელგიელმა მკვლევარებმა ზოგიერთი კიბოს მეტასტაზების შეჩერება შესძლეს; რამდენად შეცვლის ნავთობზე ფასების ვარდნა რუსეთის და ირანის საგარეო პოლიტიკას?


ვიდეო ვაშინგტონი დღეს,16 ნოემბერი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: 13 წლიანი მშენებლობის შემდეგ ნიუ იორკს ახალი ცათამბჯენი შეემატა; ბრძოლის ველიდან დაბრუნებული ამერიკელი ჯარისკაცები პოსტ-ტრამვული სტრესის აშლილობის დასაძლევად ხელოვნების ერთ-ერთ დარგს იყენებენ; ამერიკულ სკოლებში ძალადობის დასაძლევად ახალი სასწავლო პროგრამა შეიმუშავეს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს

ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

 
Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.