ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა


ხუთშაბათს საღამოს, დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატებს ჰილარი კლინტონს და ბერნი სანდერსს შორის, კიდევ ერთი დებატები გაიმართა. იმავე დღეს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ე.წ. კონგრესის შავი კოკუსის, კერძოდ კი მისი პოლიტიკური ფონდების მოზიდვის ფრთისგან მნიშვნელოვანი ოფიციალური მხარდაჭერა მოიპოვა. ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში აფრიკული წარმოშობის ამერიკელ წევრებს წარმოადგენს.

ჰილარი კლინტონი აქამდე პარტიის მთავარ ფავორიტად მოიაზრებოდა. თუმცა, სიტუაცია რამდენადმე შეიცვალა მას შემდეგ, რაც აიოვის პრაიმერებზე მან მინიმალური უპირატესობით გაიმარჯვა, ნიუ-ჰემფშირის პრაიმერებში კი ძალზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ვერმონტის სენატორმა ბერნი სანდერსმა.

XS
SM
MD
LG