ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის თაობაზე მოლაპარაკებაში კრემლი წამყვან როლს თამაშობს


რუსეთი აცხადებს, რომ მზად არის სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკება აწარმოოს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გენადი გატილოვმა ამის შესახებ განცხადება საინფორმაციო სააგენტო „ტასისთვის“ გააკეთა.

დასავლეთის მედია იუწყება, რომ რუსეთის ინიციატივა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების ძალაში შესვლას 1 მარტიდან ითვალისწინებს. თუმცა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მარკ ტონერი აცხადებს, რომ კონკრეტული თარიღის შესახებ საუბარი არ ყოფილა. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი მიუნხენში სირიის კრიზისის გადაწყვეტას ცდილობს. მოლაპარაკებათა სერია გერმანიაში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად იმართება.

სამთავრობო ძალებისადმი მოსკოვის ფართო მხარდაჭერის ფონზე სირიაში, კერძოდ კი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ალეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კრიზისი თანდათან ღრმავდება. განუწყვეტელი დაბომბვების გამო თურქეთის საზღვარს დამატებით ათასობით სირიელი დევნილი მიაწყდა.

XS
SM
MD
LG