ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპატიმრება ტაივანში


ტაივანის პოლიციამ იმ 17-სართულიანი მშენებლობის დეველოპერი დააპატიმრა, რომელიც გასულ შაბათს მომხდარი მიწისძვრის დროს დაინგრა და 40 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. გამოძიებას კითხვები აქვს მშენებლობაზე გამოყენებული მასალის და თვითონ მშენებლობის პროცესში გამოყენებული მეთოდების თაობაზე.

სასამართლომ ორდერი დამატებით ორ ადამიანზე გასცა. მომხდარი ინციდენტის შემდეგ შენობიდან 300 ადამიანი გამოიხსნეს. ფიქრობენ, რომ იქ ჯერ კიდევ 100-მდე მაცხოვრებელია.

XS
SM
MD
LG