ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიაში სარკინიგზო ავარიაში 9 ადამიანი დაიღუპა


გერმანიაში დღეს მომხდარ სარკინიგზო ავარიაში, პოლიციის ცნობით, 9 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. ორი მატარებლის შეჯახება ქვეყნის სამხრეთში, მიუნხენიდან დაახლოებით 60 კილომეტრში მოხდა.

სარკინიგზო კომპანია „მერიდიანის“ განცხადებით, რომელიც მათ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, „სერიოზული ავარიის“ გამო ორგანიზაციაში შეძრული არიან. დაშავებულთა ნახევარს სერიოზული ტრავმა აქვს და მსხვერპლის რაოდენობის ზრდა გამორიცხული არ არის. ჯერჯერობით უცნობია, რა სიჩქარით მოძრაობდნენ მატარებლები და იყო თუ არა ეს მათი შეჯახების მიზეზი.

XS
SM
MD
LG