ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-ჰემფშირის პრაიმერების პირველი შედეგები


ნიუ-ჰემფშირის რამდენიმე პატარა ქალაქში პრაიმერები დაიწყო. ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატში რესპუბლიკელ და დემოკრატ კანდიდატებს შორის საპრეზიდენტო ნომინანტს ირჩევენ.

ჯერჯერობით სამი ქალაქის საერთო მონაცემებით დემოკრატებს შორის ვერმონტის შტატის სენატორი ბერნი სანდერსი ლიდერობს. რესპუბლიკელებში კი ამ ეტაპზე დაწინაურდა ოჰაიოს გუბერნატორი ჯონ კეისიჩი. საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, ნიუ-ჰემფშირში პრეზიდენტობის მსურველ დემოკრატ კანდიდატებს შორის ბერნი სანდერსმა უნდა გაიმარჯვოს, რესპუბლიკელებში კი ტეხასის სენატორმა ტედ კრუზმა.

XS
SM
MD
LG