ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

10 თებერვალს ნატოში თავდაცვის მინისტრები იკრიბებიან


საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია, - ასე განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. კერძოდ, გამოსვლაში მან აღნიშნა: "საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია. რეფორმები, რომელიც შიდა პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროში ხორციელდება, საქართველოს ნატო-სთან უფრო დააახლოვებს".

ბრიუსელში 10 და 11 თებერვალს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები იკრიბებიან. ამ შეხვედრას დაესწრება საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელიც. ნატო-საქართველოს კომისია კი 11 თებერვალს შეიკრიბება.

XS
SM
MD
LG