ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აიოველები პირველობით ამაყობენ


4 წელიწადში ერთხელ გამართულ პრაიმერებზე, აიოვის შტატში მცხოვრები ამერიკელები ე.წ. კოკუსზე საპრეზიდენტო კანდიდატებს ხმას პირველები აძლევენ. დღეს შტატის 3-მილიონიანი მოსახლეობის დელეგატები ირჩევენ იმ კანდიდატს, რომლის ნახვაც საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტიის წარმომადგენლად სურთ.

აიოველების დიდი ნაწილი ამაყობს იმით, რომ დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობს და საკმაო გავლენა აქვს შეერთებული შტატების ლიდერის არჩევაზე. თუმცა, ბევრისთვის იქ ჩასული კამპანიების მონაწილეთა, მედიის წარმომადგენლების, თუ გამოკითხვების ჩატარების მსურველი ორგანიზაციების წევრთა რაოდენობა და აქტიურობა ერთგვარად მომაბეზრებელიც არის. ორგანიზაცია „ეს-ემ-ჯი დელტას“ მონაცემებით, საპრეზიდენტო ნომინაციის მოპოვების მსურველებმა მხოლოდ აიოვის შტატში დაგეგმილი პრაიმერების წინ 70 მილიონ დოლარზე მეტი თანხა დახარჯეს.

XS
SM
MD
LG