ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღეს აღნიშნავს


შეერთებულ შტატებში დღეს მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღეს აღნიშნავენ. სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელის დაბადების დღე ქვეყანაში ფედერალურ დღესასწაულად არის გამოცხადებული.

კინგი პირველად 1955 წელს გამოჩნდა, როცა ალაბამას შტატის ქალაქ მონტგომერიში, საჯარო ავტობუსების წარმატებულ ბოიკოტს უხელმძღვანელა და ქალაქი აიძულა შავკანიანი მგზავრების სეგრეგაციის პრაქტიკა დაესრულებინა. 1950-იან და 60-იან წლებში ის სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ცენტრალური ფიგურა გახდა.

კინგი 1968 წლის 4 აპრილს, ტენესის შტატის ქალაქ მემფისში მოკლეს.

XS
SM
MD
LG