ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბალტიმორში პოლიციის 6 ოფიცერს ბრალი წაუყენეს


შავკანიანი მოქალაქის დაკავების დროს დაღუპვის გამო, ბალტიმორის პოლიციის ექვს თანამშრომელს გაასამართლებენ. სასამართლო პროცესისთვის ნაფიცი მსაჯულების შერჩევა უკვე დაიწყო. მერილენდის შტატში გაზაფხულზე მომხდარმა ინციდენტმა რამდენიმეკვირიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია.

მკვლელობაში, ძალადობაში და ადამიანის სიცოცხლისთვის გაუფრთხილებლობით საფრთხის შექმნაში უილიამ პორტერს ბრალი უკვე წაუყენეს. მას დანარჩენ ოფიცრებთან ერთად ბრალი ედება 25 წლის ფრედი გრეის მკვლელობაში, რომელიც 12 აპრილს დააკავეს. გრეიმ დაკავებიდან 45 წუთში პოლიციის მანქანაში ხერხემლის ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც ბალტიმორის საავადმყოფოში ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG