ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიამ თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილები გაათავისუფლა


გერმანიის პოლიციამ ის ორი პირი გაათავისუფლა, რომელიც წინა დღით, სახელმწიფოს წინააღმდეგ „სერიოზული“ თავდასხმის დაგეგმვის ეჭვის საფუძველზე დააკავა. პოლიციამ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელიც ბერლინის გარეუბანში, ისლამურ კულტურულ ცენტრში რეიდის დროს აიყვანეს, სამხილები ვერ აღმოაჩინეს.

რეიდის შემდეგ, დაპატიმრებულის მანქანის გარშემო ტერიტორია დაცალეს, რადგან, როგორც თქვეს, მანქანაში საეჭვო საგანი იდო. თუმცა, მოგვიანებით მანქანაში იარაღი, ან ფეთქებადი მასალები არ აღმოჩნდა.

XS
SM
MD
LG