ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალიში ტერორიზმში ეჭვმიტანილები დააკავეს


გასულ კვირაში, ბამაკოს ფეშენებელურ სასტუმროზე თავდასხმასთან დაკავშირებით, რამაც 19 ადამიანი იმსხვერპლა, მალის საგანგებო დანიშნულების ძალებმა ორი პირი დააკავეს.

სამხედროების მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე პირი ბამაკოში დააკავეს და მათი დაკითხვა, თავდამსხმელების „მოტივაციას ნათელს მოჰფენს“. თუმცა, არ დაუზუსტებიათ, თუ თავდასხმასთან კონკრეტულად როგორ იყვნენ დაკავშირებული.

20 ნოემბერს „რადისონ ბლუ ოტელ“-ზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დასავლეთ აფრიკის ორმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, ისლამური მაღრიბის ალ-ყაიდამ და მასთან დაკავშირებულმა ალ-მურაბიტუნმა აიღო თავზე.

XS
SM
MD
LG